(ჯეონიუსი) “თეთრების” ლიდერი საბერძნეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდება

298721_100612166717128_2040247913_n“თეთრების” ლიდერი საბერძნეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდება

პირველი ასეთი შეხვედრა თესალონიკის ქართული საზოგადოება „საქართველოსთან” და მის თავმჯდომარე ელგუჯა მინდაძესთან ერთად შედგება 1 ივნისს, თესალონიკის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სადაც „თეთრების“ ლიდერსა და საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის გაიმართება პოლიტიკური დისკუსიები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ასეთივე ორი შეხვედრა შედგება ათენში, 2 ივნისს, 14 და 17 საათზე, ”კავკასიის კულტურული ცენტრისა” და მისი თავმჯდომარის, პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძის მხარდაჭერით.

„შეხვედრების ციკლი, რომელსაც დავარქვით „გადაძახილი“, გაიმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. მას ვიწყებთ საბერძნეთიდან. თესალონიკის ქართული საზოგადოება „საქართველოსა“ და მისი ხელმძღვანელის, ბატონ ელგუჯა მინდაძეთან ერთობლივად, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა, – მოხარული ვართ, რომ დიდი თანადგომა გამოგვიცხადა საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, ბატონმა აბრამიდისმა, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ათენში ამ საქმეში მხარი დაგვიჭირა ცნობილმა მოღვაწემ, პროფესორმა ავთანდილ მიქაბერიძემ, რომელთანაც რამდენიმე წლიანი ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ გვსურს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მეტად იყვნენ ინფორმირებული და ჩართულები საქართველოში მიმდინარე პროცესებში. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს 1 ოქტომბრის გამარჯვებაში და ჩვენ გვსურს მათი როლი იყოს მნიშვნელოვანი მომავალშიც, ამავე დროს ჩვენ გვაინტერესებს მათი აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მათი რჩევებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

ევროპული ტურნეს ფარგლებში, დაგეგმილია 10 ივნისს „თეთრების“ ლიდერის შეხვედრა უკრაინაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *