“თეთრების” ლიდერისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრა თესალონიკში

თესალონიკი1 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მერიაში, დარბაზში, სადაც ტარდება საბჭოს სხდომები, „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა საბერძნეთის ქართული საზოგადოება „საქართველოსა” და მისი თავმჯდომარის ელგუჯა მინდაძის მხარდაჭერით გამართა შეხვედრა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან

შეხვედრაზე, რომელმაც გულთბილ და საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა. განიხილეს მიგრანტთა მონაწილეობით შექმნილი დოკუმენტი „ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსათვის.“

შეხვედრის მონაწილეებმა მიმართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რათა შეუერთდნენ განცხადებას.

გამოთქმული იყო რამდენიმე მოსაზრებაც, რაც ქართველი ემიგრანტების აზრით უნდა აისახოს დოკუმენტში.

პირველი – ქართველი ემიგრანტებისადმი ხელისუფლების მიერ პატივისცემითი დამოკიდებულება.

და მეორე – ხელისუფლებამ დროულად განიხილოს კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რათა უცხოეთის მოქალაქეობის მიღებისას, პიროვნება ავტომატურად არ კარგავდეს საქართველოს მოქალაქის სტატუსს.

„ჩვენი სურვილია, რომ განცხადება განიხილოს მსოფლიო ყველა ქვეყანაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, ხოლო შემდეგ მოხდეს ემიგრანტთა დიდი შეკრება,“ – განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

2 ივნისს „თეთრების“ ლიდერი მიემგზავრება ათენში, ”სადაც კავკასიის კულტურული ცენტრისა” და მისი თავმჯდომარის, პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძის მხარდაჭერით გამართავს ორ შეხვედრას ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან, ამჯერად უკვე ათენის განიხილავენ ემიგრანტთა განცხადებას.

პრეს-ცენტრი
01.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *