“ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილმა” 1000 ზე მეტი ქართველი ემიგრანტის მხარდაჭერა მოიპოვა

 

emigr1 და 2 ივნისს, „თეთრების“  ლიდერი, თემურ შაშიაშვილი შეხვდა თესალონიკსა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც მან განაცხადა, ქართველი ემიგრანტები აქტიურად აპირებენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას. მათ ერთობლივად მიიღეს დოკუმენტი:ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის” , რომელიც ორი დღის განმავლობაში,  ათენსა და სალონიკში, სხვადასხვა ფორმით 1000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტის მონაწილეობით იქნა განხილული და  მიიღო სრული მხარდაჭერა..

“დიდი მადლობა ყველას, ვინც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ დაგვეხმარება ამ დოკუმენტის განხილვაში”,  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით,  ივნისის ბოლომდე ის  განხილული იქნება კიევში , მინსკში, პეტერბურგში, მოსკოვში,ბერლინსა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში, სტამბულსა და თურქეთის რამდენიმე ქალაქში.

პრეს-ცენტრი

03.06.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *