„თეთრების“ ლიდერი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის ქალაქ ნიკეის ყოფილი მერს შეხვდა

nikeaგრძელდება „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ვიზიტი საბერძნეთში. ემიგრანტებთან ერთობლივად მიღებული დოკუმენტის, „ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსათვის“,  განხილვის ფარგლებში თემურ შაშიაშვილი ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ, პროფესორ  ავთანდილ მიქაბერიძესთან ერთად შეხვდა  საქართველოს დიდ მეგობარს, საბერძნეთის ქალაქების ნიკეასა და პირეოსის ყოფილ მერს, საბერძნეთის პარლამენტის წევრს, სტელიოს ლაგოთეტის, რომელიც  წლების განმავლობაში საბერძნეთს წარმოადგენდა ევროსტრუქტურებში და გახლავთ ერთ-ერთი ინიციატორი ქუთაისისა და ნიკეას დაძმობილების.

„მოხარული ვარ, რომ  საბერძნეთის ქალაქ ნიკეაში, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქუჩაზე, რომელიც ქუთაისის  სახელს ატარებს, შევხვდი საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, სტელიოს ლაგოთეტის. ამაყი ვარ იმით, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ ქუთაისი და ნიკეა დავამეგობრეთ, ამაყი ვარ იმით, რომ 1992 წელს, სწორედ ჩვენმა მეგობარმა ლაგოთეტისმა გაუკეთა ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ჩასვლას საბერძნეთში, რომელიც პრაქტიკულად იყო დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლების  პირველი ოფიციალური ვიზიტი უცხოეთში და შეხვედრა შედგა საბერძნეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ, ბატონ მიცოტაკისთან, რომელიც  დღესაც გავლენიან პიროვნებად რჩება – მისი ორი შვილი: ბ-ნი  კიარიაკოს მიცოტაკისი და ქ-ნი დორა ბაკოიანისი (ყოფილი ათენის მერი, წარსულში კულტურისა და საგარეო საქმეთა მისიტრი) საბერძნეთის პარლამენტის წევრები არიან.

ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა განწყობამ რომელიც დღესაც აქვს ბატონ სტელიოსს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ და ამის თაობაზე გვესაუბრნენ ნიკეაში მცხოვრები ქართველებიც. ეჭვი არ მეპარება, რომ საბერძნეთში საქართველოს ელჩი, ბატონი დავით ბაქრაძე უახლოეს პერიოდში შეხვდება ბატონ ლაგოთეტისს და ისინი ერთობლივად განიხილავენ იმ კონკრეტულ წინადადებებს, რომელიც აქვს ჩვენს ბერძენ მეგობარს  საქართველოსთან დაკავშირებით. ამისი მზადყოფნა საქართველოს საელჩოში არის და ეს ელჩმა დაადასტურა ჩვენი შეხვედრის დროს“

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, შეხვედრები ემიგრანტებთან დოკუმენტის განხილვის ფარგლებში გრძელდება.  მისი თქმით,  ივნისის ბოლომდე ის  განხილული იქნება კიევში , მინსკში, პეტერბურგში, მოსკოვში,ბერლინსა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში, სტამბულსა და თურქეთის რამდენიმე ქალაქში.

 

პრეს-ცენტრი

04.06.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *