დაიწყო ქართველ ემიგრანტთა დიდი მოძრაობა

 

emigrევროპაში დროებით მცხოვრებ ქართველ მიგრანტთა შორის დაიწყო დიდი სამოქალაქო მოძრაობა პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც საჯარო შეხვედრების კვალობაზე თანდათანობით იზრდება და იხვეწება.

საბერძნეთში, უკრაინაში და რუსეთში შეკრების შედეგად შექმნილი პოლიტიკური დოკუმენტი „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!“ დღეისათვის მოიცავს ხუთ პუნქტს:

პირველი – მიგრანტებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს, მიეცეთ კვოტები მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად;

მეორე – ყოველი ქართველი და აფხაზი, რომელთაც სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი, არ გააჩნიათ, დაბადებისთანავე ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ;

მესამე – საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას მექანიკურად, სურვილის საწინააღმდეგოდ, არ ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა;

მეოთხე – საქართველოს მოქალაქე უცხოეთში დაცულ იქნას იგივე ხარისხის, რა ხარისხითც დაცულია კონკრეტული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საქართველოში;

მეხუთე – შეიქმნას შრომით მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამა და ფონდი.

დოკუმენტი წარმოადგენს დინამიურად ცვალებად ტექსტს, რომელიც სარედაქციო ჯგუფის მიერ სისტემატურად ახლდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოების შეკრებებზე გამოთქმული სურვილებისა და წინადადებების კვალობაზე.

 

პრეს-ცენტრი

95.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *