ქართველი ემიგრანტების პრინციპული პოზიცია

emigrantebi

ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრებმა გვიჩვენა უცხოეთში მცოხვრებ თანამემამულეთა დიდი ინტერესი სამშობლოში მიმდინარე პროცესებისადმი, მათი სურვილი – ჩაებან მომავალი საქართველოს აღმშენებლობაში. მათ მხარი დაუჭირეს დოკუმენტს „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული საქართველო“. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ საკითხებზე აქტიური გამოხმაურება მივიღეთ როგორც ათენში, თესალონიკში, ნიკეაში, პეტერბურგში შეხვედრებზე, ისე ინტერნეტ სივრცეში სოციალური ქსელებით, სატელეფონო საუბრებით, პირადი მიმოწერით. განსაკუთრებით საყურადღებოა მიგრანტთა ორი მეტად მნიშვნელოვანი მოთხოვნა:

ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე უნდა ითვლებოდეს საქართველოს მოქალაქედ, ვინაიდან ორთავ არის აბორიგენი ერი და ორთავეს სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი – არ გააჩნია;

საქართველოს ყოველი მკვიდრის მოქალაქეობრივი ქვეშევრდომობა უნდა რჩებოდეს ხელშეუხებელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მოცემული პიროვნების წერილობითი განცხადების და არა პრეზიდენტის ნება – სურვილის საფუძველზე. ასეთ ფაქტებს განსაკუთრებით მწვავე ელფერი ეძლევა მოვლენათა ფონზე, როდესაც ფრიად საეჭვო პიროვნებებს საქართველოს მოქალაქეობა ეძლევათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნების შემთხვევაშიც. არ შეიძლება გონიერი ახსნა მოეძებნოს ქართველისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას იგივე გარემოებების შემთხვევაში უცხოელისათვის ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებში.

შეხვედრები თნამემამულეებთან გრძელდება. მიღებულ წინადადებებს და სურვილებს სათანადოდ ამუშავებენ შეხვედრის საორგანიზაციო და მიმართვის სარედაქციო ჯგუფები.

პრეს-ცენტრი
065.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *