(მედიანიუსი) ქართველ ემიგრანტებს ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა სურთ

12პარტია “თეთრების” ინფორმაციით, “ქართველმა ემიგრანტებმა მომავალი საქართველოს აღმენებლობაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და მათ დოკუმენტს “ერთიანი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული საქართველო” მხარი დაუჭირეს.

როგორც პარტიის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ემიგრანტები თვლიან, რომ ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე უნდა ითვლებოდეს საქართველოს მოქალაქედ, ვინაიდან ორთავ არის აბორიგენი ერი და ორთავეს სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი – არ გააჩნია.
ამას გარდა, საქართველოს ყოველი მკვიდრის მოქალაქეობრივი ქვეშევრდომობა უნდა რჩებოდეს ხელშეუხებელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მოცემული პიროვნების წერილობითი განცხადების და არა პრეზიდენტის ნება-სურვილის საფუძველზე.

“ასეთ ფაქტებს განსაკუთრებით მწვავე ელფერი ეძლევა მოვლენათა ფონზე, როდესაც ფრიად საეჭვო პიროვნებებს საქართველოს მოქალაქეობა ეძლევათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნების შემთხვევაშიც. არ შეიძლება გონიერი ახსნა მოეძებნოს ქართველისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და იგივე გარემოებების შემთხვევაში უცხოელისთვის ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებას”. – აცხადებენ ემიგრანტები.

როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სწორედ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრებმა გამოამჟღავნა მათი დიდი ინტერესი საქარველოში მიმდინარე პროცესებისადმი.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *