თემურ შაშიაშვილი ეხმიანება ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვას

jariავღანეთში დატრიალებულ ტრადეგიას გამოეხმაურა უცხოეთში ვიზიტით მყოფი „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი:

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ვუსამძიმრებ დაღუპული ვაჟკაცების ოჯახებს და სრულიად საქართველოს, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა,- .
დღეს არ ღირს ამ საკითხზე ვრცლად საუბარი. დღეს გლოვის დღეა და ჩვენ ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ ქართველ ჯარისკაცებს ამ ტრაგიკულ მომენტში. მაგრამ მომავალში დაგვჭირდება იმის ანალიზი, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფალის და მთავარსარდალის დამოკიდებულება ჯარისა და ჯარისკაცისადმი. უნდა გაირკვეს, თუ რამდენად უკავშირდება პირდაპირ, თუ ირიბად ეს მსხვერპლი, რაც მოყვა ქართველ სამხედროებზე უკვე რეგულარულად ქცეულ თავდასხმებს, სააკაშვილის მოხშირებულ ვიზიტებს ავღანეთში.

პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ამაზრზენი იყო იმ კადრების ხილვა, როცა საქართველოს მთავარსარდალი კამერების წინ ეკითხება ქართველ ჯარისკაცს: “რამდენი კაცი მოკალი”… აი, შედეგიც– თალიბების დარტყმის ქვეშ მოქცეული ქართული სამხედრო ბაზა და დახოცილი ქართველი ბიჭები!

აი რას მწერს ამ ჯარისკაცის დედა: „საშინელი დღეა ყველა ქართველისთვის დღეს, მე იმ ჯარისკაცის დედა ვარ, ვისაც სააკაშვილი ეკითხება, თუ რამდენი ადამიანი მოკლა. მინდა სააკაშვილს ვუჩივლო პროვოკაციის მოწყობისათვის, რასაც ბიჭების დაღუპვა მოყვა. სარჩელს არა მარტო საქართველოს , არამედ საერთაშორისო სასამართლოშიც შევიტან და ყველას ვაცნობებ, თუ როგორი სარდალი და პრეზიდენტი მართავდა საქართველოს“

ჩვენ ვამბობდით, რომ მწარედ ვინანებთ, რომ 2013 წლის 20 იანვარს, მიუხედავად მილიონზე მეტი ადამიანის მოთხოვნისა, არ დავასრულეთ სააკაშვილის პრეზიდენტობა. ვხედავთ, როგორ მუშაობს იმაზე, რომ მოშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის შიგნით და დაძაბოს გარე ძალების დამოკიდებულება ახალი მთავრობისადმი. უკვე აშკარაა, ეს არის ბრძოლა სახელმწიფოს, და ხალხის წინააღმდეგ“ და აი, დღეს უკვე დადგა ეს სამწუხარო დღე. დღეს უკვე უამრავი ადამიანი ნანობს, რომ რამდენიმე თვის წინ არ დაასრულა სააკაშვილის პრეზიდენტობა“ – აცხადებს “თეთრების” ლიდერი

პრეს-ცენტრი
07.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *