(თაიმერი)თემურ შაშიაშვილი: გასარკვევია, რამდენად უკავშირდება ეს მსხვერპლი სააკაშვილის ვიზიტებს ავღანეთში

ავღანეთში დატრიალებულ ტრაგედიას უცხოეთში ვიზიტით მყოფი “თეთრების” ლიდერი,  თემურ შაშიაშვილი ეხმაურება.

7808008790151dbd65b98fb4833e0202“უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ვუსამძიმრებ დაღუპული ვაჟკაცების ოჯახებს და სრულიად საქართველოს. დღეს არ ღირს ამ საკითხზე ვრცლად საუბარი. დღეს გლოვის დღეა და ჩვენ ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ ქართველ ჯარისკაცებს ამ ტრაგიკულ მომენტში. მაგრამ მომავალში დაგვჭირდება იმის ანალიზი, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფალის და მთავარსარდლის დამოკიდებულება ჯარისა და ჯარისკაცისადმი. უნდა გაირკვეს, თუ რამდენად უკავშირდება  ეს მსხვერპლი სააკაშვილის მოხშირებულ ვიზიტებს ავღანეთში”. – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

სააგენტო თაიმერი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *