(ნიუსპრესი)მიხეილ სააკაშვილს ავღანეთში მყოფი ჯარისკაცის დედა სასამართლოში უჩივლებს

jariავღანეთში მყოფი ჯარისკაცის დედა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი კამერების თანდასწრებით ეკითხებოდა, თუ რამდენი ავღანელი მოკლა მან, – პრეზიდენტს პროვოკაციის მოწყობისთვის სასამართლოში უჩივლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „თეთრების“ პრესსამსახური, პარტიის ლიდერის, თემურ შაშიაშვილის მიერ მიღებული წერილის საფუძველზე ავრცელებს.

„დღეს, ყველა ქართველისთვის საშინელი დღეა. მე იმ ჯარისკაცის დედა ვარ, ვისაც სააკაშვილი ეკითხება, თუ რამდენი ადამიანი მოკლა. მინდა სააკაშვილს ვუჩივლო პროვოკაციის მოწყობისათვის, რასაც ბიჭების დაღუპვა მოჰყვა.

სარჩელს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო სასამართლოშიც შევიტან და ყველას ვაცნობებ, თუ როგორი სარდალი და პრეზიდენტი მართავდა საქართველოს“ – ნათქვამია წერილში, რომელიც ავღანეთში მყოფი ჯარისკაცის დედამ პარტიის ხელმძღვანელობას გაუგზავნა.

წყარო: “ნიუსპრესი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *