(პრაიმერინფო)მიუკაკუნებენ თუ არა სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის ალაყაფის ჭიშკარს ჰააგის ტრიბუნალის პროკურორები?

მიხეილ სააკაშვილს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, „აისაფის“ მისიით მყოფი ერთ–ერთი ქართველი ჯარისკაცის დედა საერთაშორისო სასამართლოში უჩივის!..
საქმე ეხება იმ ჯარისკაცს, რომელსაც 26 მაისს სოფიკო ნიჟარაძესთან ერთად ქართულ სამხედრო ბაზაზე ჩასული სააკაშვილი ეკითხება, _ „რამდენი ავღანელი მოკალით?“
ცნობა ამის შესახებ უცხოეთში ვიზიტად მყოფმა „თეთრი მოძრაობის“(თეთრები) ლიდერმა _ თეიმურაზ შაშიაშვილმა მოგვაწოდა, რომელსაც ჯარისკაცის დედამ ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: „გამარჯობა, ბატონო თემურ, საშინელი დღეა ყველა ქართველისთვის დგეს , მაგრამ ყველაზე ძნელი იმ დედებისთვის, ვისი შვილებიც ავღანეთშია და მათ შორის მეც ვარ. 26 მაისს, როდესაც სააკაშვილი ჩავიდა ავღანეთში , ვიდეო რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა , როცა მიშა ეკითხება ჯარისკაცებს რამდენი ავღანელი მოკალითო, ჩემი ვაჟია, უფროსთან ერთად იქვეა და კარგად ჩანს სურათზე. მე მინდა ვუჩივლო სააკაშვილს პროვოკაციის მიწყობისა და ამ ბიჭების დაღუპვის გამო, ჩემი ვაჟი მაშინაც და ახლაც იმ დროს იყო მორიგე, როცა ეს თავდასხმა მოხდა. ძალიან მჭირდება ადვოკატი, ვინც ამ საქმეს არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო სასამართლოში შეიტანს. ყველას ვაცნობებ თუ როგორი „სარდალი“ ან „პრეზიდენტი“ მართავდა საქართველოს!..“
ჩვენ ამ ქალბატონის გვარსა და სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ, ერთს კი დავსძენთ, _ საინტერესოა, რა რეაგირება ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას ყოველივე ამის გამო და ბოლოს და ბოლოს, მიუკაკუნებენ თუ არა სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის ალაყაფის ჭიშკარს ჰააგის ტრიბუნალის პროკურორები?
დიმიტრი ჩუბინიძე



