(ჯეონიუსი) გასაანალიზებელია, ავღანეთში სააკაშვილის მოხშირებულ ვიზიტებს რამდენად უკავშირდება რეგულარულად ქცეული თავდასხმები – თემურ შაშიაშვილი

 IMG_3473

ავღანეთში დატრიალებულ ტრადეგიას გამოეხმაურა უცხოეთში ვიზიტით მყოფი „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი და დაღუპული სამხედროების ოჯახებს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.

 „თეთრების“ ლიდერის განცხადებით, დღეს არ ღირს ამ საკითხზე ვრცლად საუბარი, რადგან ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ ქართველ ჯარისკაცებს ამ ტრაგიკულ მომენტში, თუმცა მომავალში აუცილებელი გახდება ბევრი რამის გაანალიზება.

„დაგვჭირდება იმის ანალიზი, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფალის და მთავარსარდალის დამოკიდებულება ჯარისა და ჯარისკაცისადმი. უნდა გაირკვეს, თუ რამდენად უკავშირდება პირდაპირ თუ ირიბად ეს მსხვერპლი, რაც მოჰყვა ქართველ სამხედროებზე უკვე რეგულარულად ქცეულ თავდასხმებს, სააკაშვილის მოხშირებულ ვიზიტებს ავღანეთში“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი და იხსენებს იმ კადრებს, როცა საქართველოს მთავარსარდალი კამერების წინ ეკითხება ქართველ ჯარისკაცს: “რამდენი კაცი მოკალი”…

„ჩვენ ვამბობდით, მწარედ ვინანებთ, რომ 2013 წლის 20 იანვარს, მიუხედავად მილიონზე მეტი ადამიანის მოთხოვნისა, არ დავასრულეთ სააკაშვილის პრეზიდენტობა. ვხედავთ, როგორ მუშაობს იმაზე, რომ მოშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის შიგნით და დაძაბოს გარე ძალების დამოკიდებულება ახალი მთავრობისადმი. უკვე აშკარაა, ეს არის ბრძოლა სახელმწიფოს, და ხალხის წინააღმდეგ“ და აი, დღეს უკვე დადგა ეს სამწუხარო დღე. დღეს უკვე უამრავი ადამიანი ნანობს, რომ რამდენიმე თვის წინ არ დაასრულა სააკაშვილის პრეზიდენტობა“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *