“თეთრების” ლიდერი აგრძელებს ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრებს

 

შეკრებაგრძელდება „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ვიზიტი საზღვარგარეთის ქვეყნებში, რომლის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები, მათი პრობლემების გაცნობა და ერთობლივად  გაანალიზება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა.

შეხვედრებზე გამოითქვა ქართველი მიგრანტების სურვილი უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხაზი გაესვა ქართველი მიგრანტების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას.

შეხვედრების პირველი ეტაპი მოიცავდა საბერძნეთის ქალაქებს: სალონიკს,  ათენსა და ნიკეას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული სათვისტომოა.  საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში შეხვედრები “თეთრების” ლიდერმა  საბერძნეთის ქართული საზოგადოება „საქართველოსა” და მისი თავმჯდომარის ელგუჯა მინდაძის მხარდაჭერით გამართა. ხოლო ათენში, კავკასიის კულტურული ცენტრისა” და მისი თავმჯდომარის, პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძის მხარდაჭერით.

ემიგრანტებთან ერთობლივად შედგა  დოკუმენტი „„ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსათვის.““  რომელმაც ორი დღის განმავლობაში 1000 ზე მეტი ემიგრანტის მოწონება დაიმსახურა. დოკუმენტს დღესაც აქტიურად ეხმაურებიან ჩვენი თანამემამულეები როგორც ფოსტით, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით.

ქალაქ ნიკეაში  „თეთრების“ ლიდერს ჰქონდა საქმიანი შეხვედრა ნიკეასა და პირეოსის ყოფილ მერთან, , საბერძნეთის პარლამენტის წევრთან, სტელიოს ლაგოთეტისთან, რომელიც  წლების განმავლობაში საბერძნეთს წარმოადგენდა ევროსტრუქტურებში და იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქუთაისისა და ნიკეას დაძმობილების. ის დღესაც ითვლება ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსად. ბატონმა ლაგოთეტისმა გამოთქვა მეტად საინტერესო მოსაზრებები საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართებით.

ემიგრანტებთან შეხვედრების მეორე ეტაპი გაგრძელდა პეტერბურგში, მინსკსა და მოსკოვში. დაგეგმილია შეხვედრები კიევშიც. აქ  ჩვენი თანამემამულეები გაეცნენ მიმართვას და მთლიანობაში მოიწონეს. იყო გარკვეული შენიშვნებიც. თემურ შაშიაშვილის განცხადებით დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება და  სარედაქციო ჯგუფის მიერ სისტემატურად ახლდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოების შეკრებებზე გამოთქმული სურვილებისა და წინადადებების კვალობაზე.

„ ათენში, კიევში, მინსკში ვიყავი, ეხლა პეტერბურგში ვარ. სამშობლოდან წასულ ქართველებს შევხვდი. დამოუკიდებელ საქართველოში 20 წელი საქმე ისე ვერ მოწესრიგდა, რომ ლუკმაპურისათვის სიცოცხლის გადასარჩენად წასულ ხალხს უკან დაბრუნების სურვილი გასჩენოდა. ყოფილ ხელისუფლებასაც ვეუბნები და დღევანდელსაც, კატასტროფულია იქ მცხოვრებ ქართველთა სიტუაცია. ამ ხალხს ხელისუფლების მიმართ აქვთ საკმაოდ საინტერესო წინადადებები და ჩვენ მათი მოთხოვნები შევაჯამეთ და ახლა მომაქვს ხელისუფლებას რომ გადავცე. დოკუმენტი, რომელიც  8 პუნქტისაგან შედგება, “- აცხადებს თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერის შეხვედრების გრაფიკი უაღრესად დაძაბულია. შეხვედრები გაგრძელდება კიევში. უახლოეს დღეებში „თეთრების“ ლიდერი დაბრუნდება საქართველოში და პრეს-კონფერენციაზე დეტალურად ისაუბრებს ვიზიტის შესახებ.

პრეს-ცენტრი

12.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *