(ჯეონიუსი)საქართველოს ხალხთა ასამბლეამ გუშინ რეზო ჩხეიძის საპატივცემულო შეხვედრა გამართა

dsc_1301_ამაზე დიდი საჩუქარი ხელოვანისთვის არ არსებობს“, – ასეთი შეფასება მისცა რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ იმ შეხვედრას, რომელიც გუშინ მოსკოვის სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ „ალექსანდრეს დარბაზში“ მოუწყო დიდ ხელოვანს „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტმა, ბატონმა გოჩა ძასოხოვმა.

შეხვედრაზე გაკეთდა ოთხი წლის ანალიზი, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა -კურთხევით დაფუძნდა „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“. მაშინ, ქალაქ სოჭში, ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით შეკრებილ დარბაზში პირველი სიტყვა სწორედ რეზო ჩხეიძემ წარმოთქვა. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. განსაკუთრებული მსჯელობა შედგა „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ სამომავლო გეგმებთან და ყოველთა ქართველთა კონგრესთან დაკავშირებით, რომლის მოწვევის ინიციატივა ჯერ კიდევ 1994 წელს ეკუთვნოდა რეზო ჩხეიძეს და ამჟამად უკვე მიმდინარეობს დიდი მუშაობა ახალი კონგრესის მოწვევისათვის.

საუბარი შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მოვლენებს.

„ეს შეხვედრა გეძღვნებათ თქვენ, თქვენს შემოქმედებას, ხელოვნებას, პატრიოტულ განწყობასა და ზოგადსაკაცობრიო იდეალებს“, – მიმართა შეხვედრაზე რეჟისორს გოჩა ძასოხოვმა და დიდ ხელოვანს „ქართული სახელმწიფოს ბერმუხა“ უწოდა.

გოჩა ძასოხოვმა მთელს საქართველოს მიულოცა იუნესკოს გადაწყვეტილება, იუნესკოს ეგიდით „ჯარისკაცის მამის“ შექმნიდან 50 წლისთავის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშვნის თაობაზე.

 

წყარო: http://geonews.ge/?page=14&news_id=189502

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *