თემურ შაშიაშვილი: “უნდა მოხდეს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის „ სახალხო გასამართლება“

 

393432_224256134309777_1118206631_nპოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, პარტია თეთრები “სახალხო კრებასთან” ერთად უერთდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხელმოწერათა შეგროვების კამპანიას და აცხადებს, რომ უნდა მოხდეს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის „ სახალხო გასამართლება“ სწორედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული გენოციდის გამო.

შაშიაშვილის განცხადებით, სახალხო კრებამ იმ 5-6 პარტიასთან ერთად, რომლებიც ამ საკითხზე უშაობდა, ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. „სახალხო კრება“ შეთანხმდა, რომ თავდაპირველი ტერმინი „იმპიჩმენტი“ იურიდიული ტერმინით, უნდობლობით შეეცვალათ და ეს დოკუმენტალურად დაადასტურა ერთმა მილიონმა ადამიანმა ხელმოწერით.

„სახალხო კრება“ და პარტია თეთრები ორ საკითხს აყენებენ: საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას, ორმლებიც დაადასტურებენ ან უარყოფენ სააკაშვილის მტკიცებას, რომ საქართველო აყვავდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მოხდეს სააკაშვილის რეჟიმის სახალხო გასამართლება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ბატონ მინდია უგრეხელიძის თავმჯდომარეობით დაიწყოს სასამართლომ ეს პროცესი. ბატონი მინდიას თავმჯდომარეობით სასამართლომ „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ უკვე განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიცაა აფრასიძეების, გვირგვლიანების, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის საქმეები. ამ საქმეების განხილვის დაახლოებით 6-7 საათიანი ჩანაწერები არსებობს და ისინი „სახალხო კრებას“ 14 ტომად აქვს შეკრებილი, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ სააკაშვილმა საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო.სასამართლო პორცესი კი ტელევიზიით უნდა გადაიცეს. „ – აღნიშნავს პარტია „თეთრების“ ლიდერი და აცხადებს, რომ თუ ვინმეს გადადგომა ან გასამართლბა უნდა მოვითხოვოთ, სწორედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მოტივით

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ცალკეული პიროვნებები დღეს საზოგადოებისთვის გარკვეულ იდეალს წარმოადგენენ, რაც დაუშვებელია. მთავარი,რაც ახლა გვჭირდება არის სწორი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდაგანვითარდეს ქვეყანაში მოვლენები… „ხალხის საკმაო ოდენობა საუბრობს იმაზე, რომ თუნდაც აჭარაში, ვინც „ქართულ ოცნებას“ ედგა მხარში და სისხლიდა ოფლი დაღვარა, ისინი გვერდზე არიან მიგდებული და ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიოდა და ამას ხმამაღლა აცხადებდა, ისინი მინისტრები არიან. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს რომ სჭირდება მხარდაჭერა, შეიძლება 1 ოქტომბრამდე არც სჭირდებოდა. თუ ის მართლაც დემოკრატი ადამიანია, და თავისუფალი ადამიანების საქართველო უნდა, მე სხვანაირად წარმომიდგენია მისი განვითრება, აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის მხარდაჭერა სჭირდება ქართული ოცნების იმ უნიკალურ პროგრამას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა, რადგან ეს არის საქართვლოს მომავლის პროგრამა. როგორიც აქამდე არ დაწერილა. მისი განცხადებით, სწორედ ამ საკითხში გახლავთ უთანხმოება მათსა და იმ უცხოელებს შორის, რომელთაც აწყობთ, რომ საქართველოში დარჩეს ორი პოლიტიკური ძალა – ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნება“

„კატეგორიულად ვემიჯნები ამ განწყობას და ვამბობ: „უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ პოლიტიკას ჩამოსცილდეს და გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქართველი ხალხის გენოციდის მომწყონი და ის არ შეიძლება იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. საზოგადოებაში უნდა მოხდეს კონსოლიდაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციური ძალა შეიქმნას. ეს ბიძინა ივანიშვილისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება.

ჩემი მთვარი კითხვა უცხოელებისადმი გახლავთ ეს – თუ აპატიებდნენ ამერიკაში ქალაქის მერს ან პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის ან გიგი უგულავას მსგავსი ფოტოსურათები რომ გამოქვეყნებულიყო? რა თქმა უნდა არა. ამერიკაში არ აპატიებდნენ მოსმენების თემასაც, რადგან სწორედ მოსმენებს შეეწირა პრეზიდენტი ნიქსონი და რას გვეუბნებიან უცხოელები – კი, მოსმენებიც არის, კი უგულავას აქვს გარყბნილი სურათები გადაღებული. მაგრამ თქვენ არ ხართ ის ქვეყანა, სადაც ამ პიროვნებებზე უნდა თქვათ უარი. ამერიკაში მერს და პრეზიდენტს ეს არ ეპატიება, მაგრამ თქვენ ჯერ ამ დონის ქვეყანა არ ხართ. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელია, როდესაც უცხოელები ქართველი განწყობის რადიციების იგნორირებას ახდენენ,“ – აცხადებს შაშიაშვილი.

შაშიაშვილის განცხადებით, საქართველოს სჭირდება ზნეობაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოება, სადაც მთავარი ორიენტირია ადამიანი და არა მოქალაქე, საქართველოს სჭირდება ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება და რომელიც ქართველ ხალხს და მის ინტერესებს მოემსახურება.

„როგორც ბატონმა რეზო ესაძემ ილია ჭავჭავაძის პერეფრაზი გააკეთა, საქართველო ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს, დღეს კი საქართველო ერის ბუნებიდან გამომდინარე არ იმართებოდა. ეს არის ჩვენი მოსაზრება და „სახალხო კრება“ მზად არის, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, გავმთლიანდეთ. არ მივცეთ საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე “იყელყელაოს“ მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრათ, რმ საქართველო, მისი მომავალი თავისუფალ ადამიანებშია და შევხედოთ, თუ როგორ შეასრულებს ის წარმოდგენილ პროგრამას.

მე მინდა თავისუფალი ადამიანების ქვეყანაში ვცხოვრობდე და მთავარი პრინციპი იყოს ზნეობა, მორალი და ქვეყანაც სწორედ ამ პრინციპით იმართებოდეს“ – აცხადებს შაშიაშვილი.

გაზეთი “ერთსულოვნება”

2012 წლის 19-26 დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *