(primetimenews.ge)”თეთრების” ლიდერი შსს-ს ემიგრანტების საკითხებით დაინტერესებას სთხოვს

“თეთრების” ლიდერი შსს-ს ემიგრანტების საკითხებით დაინტერესებას სთხოვს

თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს

 

ემიგრანტების საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. როგორც შაშიაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს უნდა დაინტერესდეს, ვის ინტერესებში შედის ადამიანების გადინება საქართველოდან.

“შსს უნდა დაინტერესდეს ვის, რომელი პარტიის ინტერესებში შედის ქართველების გადინება საქართველოდან. რადგანაც საქართველოდან ხალხის გაყვანას სისტემატური ხასიათი აქვს. მე უშუალოდ 4 ათას კაცს შევხვდი უცხოეთში და ვესაუბრე. სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს საქართველოში კამათი და დისკუსია სულ სხვა სიბრტყეზეა”, – აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ფონდი, რომლის საშუალებითაც დაფინანსდება გარკვეული ბიზნესები და ემიგრანტები შეძლებენ ქვეყანაში დაბრუნებას და შესაბამისი სამსახურების პოვნას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *