(ჯეონიუსი)უკრაინაში საელჩოს გივი თარგამაძე მართავს – თემურ შაშიაშვილი

9970shashiashvili1საქართველოში დაბრუნებულმა „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა დღეს პრაიმ -თაიმის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრები.

„ასეთი მძიმე და საინტერესო შეხვედრები ჯერ არ მქონია – ქვეყნის გარეთ 4 000 მდე ქართველს შევხვდი და თუ ვინმემ იცის, რა მდგომარეობაა ემიგრანტებთან, ეს მე ვარ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი მათ ოჯახებში. უნდა გითხრათ, რომ უმძიმესი სიტუაციაა. უკრაინაში საელჩოს გივი თარგამაძე მართავს… ყველგან, სადაც ჩავედი, სააკაშვილის ელჩების ბიზნესსა და ფულზე მიამბეს. ჩვენი მოქალაქეები ყველგან მონები არიან და ადამიანური უფლებები არ აქვთ. 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ამ ხალხს იმედი გაუჩნდა, მაგრამ ეს იმედი კოსმიური სიჩქარით უცრუვდებათ, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

შაშიაშვილის განცხადებით, დღეს არსებობს საქართველოდან ხალხის გადინების და საქართველოში ხალხის შემოდინების ბიზნესი. გაჰყავთ ქართველები, და შემოჰყავთ უცხო ტომელები და შსს-ს მოუწოდა, დაინტერესდეს ამ კუთხით.

„საქართველოდან წასული ადამიანები ძალიან საინტერესოები არიან ქვეყნისთვის. ევროპაში და ამერიკაში მცხოვრები ქართველებმა ნახეს, როგორია ნამდვილი ევროპა და ამერიკა და, უნდა გიხრათ, რომ ეს სრულიად განსხვავებულია, ვიდრე გვიყვებიან პოლიტიკოსები. დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხები მართავს და ეუფროსება მთავრობებს. საქართველოში კი პირიქითაა.

ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ამ ადამიანების დაბრუნება, მათ ნახეს როგორია ნამდვილი ევროპა, როგორ იცავენ წესებს დ ადათს ევროპელები და არა ის ყალბი ღირებულებები, რასაც „თავისუფლების ინსტიტუტი“ წარმოგვიდგენს და თავს გვახვევს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა

„თეთრების“ ლიდერმა წარმოადგინა ემიგრანტებთან ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი რომელშიც რამდენიმე პუნქტადაა ჩამოყალიბებული ემიგრანტების ძირითადი მოთხოვნები: 1. ქართველი, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც უნდა დაიბადოს, დაბადების დღიდანვე საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს. 2. უნდა შეიქმნას 400 მილიონიანი ფონდი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიისა და საპატრიარქოს პატრონაჟით ემიგრანტებსა და საქართველოში მყოფ ბიზნესმენებს ერთობლივი პროდუქტების წამოწყებაში დაეხმარება – ეს ეკონომიურადაც მომგებიანია და პლუს, ხალხთა შორის მჭიდრო ურთიერთობებსაც შეგვანარჩუნებინებს. 3. პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს.

 

წყარო : http://geonews.ge/category/8/politics/news/189635/shashiashvili_ukrainashi_emigrantebi.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *