(ნიუსპრესი )თემურ შაშიაშვილი – უკრაინაში ჩვენს საელჩოს ისევ გივი თარგამაძე მართავს

 

kreba5პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
შაშიაშვილის თქმით, ქართული დიასპორის ყოფა უცხოეთში უმძიმესია და ისინი ფაქტიურად მონის დონეზე მუშაობენ.
„ასეთი მძიმე და საინტერესო შეხვედრები ჯერ არ მქონია. ქვეყნის გარეთ 4 000 მდე ქართველს შევხვდი. უნდა გითხრათ, რომ უმძიმესი სიტუაციაა. უკრაინაში საელჩოს გივი თარგამაძე მართავს. ყველგან, სადაც ჩავედი, სააკაშვილის ელჩების ბიზნესსა და ფულზე მიამბეს. ჩვენი მოქალაქეები ყველგან მონები არიან და ადამიანური უფლებები არ აქვთ. 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ამ ხალხს იმედი გაუჩნდა, მაგრამ ეს იმედი კოსმიური სიჩქარით უცრუვდებათ. საბერძნეთში კი, დიასპორების მინისტრთან შეხვედრაზე ბევრმა ადამიანმა უარი განაცხადა, არჩევნების წინ არავის შევხვდებითო“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
შაშიაშვილის განცხადებითვე, დღეს საქართველოდან ხალხის გადინების და საქართველოში ხალხის შემოდინების ბიზნესი არსებობს. გაჰყავთ ქართველები და შემოყავთ უცხო ტომელები.
მან შსს, ამ კუთხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ამ ადამიანების დაბრუნება, მათ ნახეს, როგორია ნამდვილი ევროპა, როგორ იცავენ წესებს დ ადათს ევროპელები და არა ის ყალბი ღირებულებები, რასაც „თავისუფლების ინსტიტუტი“ წარმოგვიდგენს და თავს გვახვევს“ – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *