გიგა ლორთქიფანიძე – ადამიანის მზიანი დღისათვის მებრძოლი ქართველი ხელოვანი

giga lortდიდი ადამიანები, მიუხედავად არსებობის სახეცვლილებისა, სამუდამოდ რჩებიან ჩვენთან – წუთისოფელის განსაკუთრებულად გავლის გამო.

ბატონი გიგა ბრძანდებოდა არა მხოლოდ ბობოქარი ქალაქელი ყმაწვილი კაცი; არა მხოლოდ მსოფლიო მასშტაბების ჯერ კიდევ საშუალო ასაკის შემოქმედი; არა მხოლოდ სამშობლოს ბედზე დაფიქრებული ასაკოვანი ბრძენი კაცი – ის უპირველესად გახლდათ ადამიანის მზიანი დღისათვის საქმით, სიტყვით, შემოქმედებით მებრძოლი ქართველი ხელოვანი.

მან შექმნა ზოგადსაკაცობრიო დონის ქართული ხლოვნების ერთი დიდი საუნჯე;

მან დატოვა ადამიანებისადმი რწმენისა და სიყვარულის არაჩვეულებრივი მაგალითი;

მან გვისახსოვრა მებრძოლი ოპტიმიზმის შეუდარებელი გაკვეთილები.

მაღალი ხელოვნების ნიმუშების შემქმნელი, ის გარდაისახა და განევრცო მონუმენტალურ შედევრში – რომელსაც ბატონ გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედება ჰქვია.

მისი ცხოვრება ეს იყო ნიმუში ყვარყვარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა; მისი ცხოვრება ეს იყო ბრძოლა გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრისა ბოროტების წინააღმდეგ.  სწორედ ამიტომ, როგორც ზნეობრივი განსაწმენდელი, დიდი ჭაბუა ამირეჯიბის  მიხედვით შექმნა „დათა თუთაშხია“  და მასთან განუყრელობა მის გვერდით სამუდამო განსასვენებელითაც დაიმკვიდრა.

პარტია “თეთრების” დამფუძნებელთა სახელით

თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *