(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – დღეს საუკეთესო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა

 

9970shashiashvili1პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მისი პარტია მხარს იმ საპრეზიდენტო კანდიდატურას დაუჭერს, ვინც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
„პირველად, პარტიაში მე შემომთავაზეს პრეზიდენტად კენჭი მეყარა. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე და ვთქვი, თუ პრეზიდენტად არაპოლიტიკოსს ვირჩევთ, ამ პოსტზე მინდია უგრეხელიძე უნდა იყოს, ხოლო თუ ახალგაზრდა კაცს ვეძებთ – პაატა ცნობილაძე, მსოფლიო იურისტთა ვიცე-პრეზიდენტი – მეთქი. პარტიაში განიხილებოდა სოსო ცისკარიშვილის კანდიდატურა. საბოლოო პასუხი 10 დღეში გვექნება. ჩვენი პარტია მხარს იმ კანდიდატურას დაუჭერს, ვინც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
ვითარების ანალიზს ასე გავაკეთებ – დღეს საუკეთესო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ პარტიაში თავისუფალი მხარდაჭერა გამოვაცხადოთ და ვისაც რომელი კანდიდატი სურს, მხარი იმას დაუჭიროს“ – აცხადებს შაშიაშვილი.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *