(ალია) თემურ შაშიაშვილი: `ბატონ ბიძინას კი ეწყინება, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ვთქვა, სჯობს, ეწყინოს!”

ბიძინა ივანიშვილის `ქართული ოცნება” `ნაციონალებისა” და შიდა მტრების ალყაში ექცევა. ეს ნაცნობი სცენარია – შეტევა ეფექტურია გარედან მაშინ, როცა მოწინააღმდეგის რიგებშიც თანამოაზრეები გყავს. მიხეილ სააკაშვილი გააფთრებით იბრძვის საგარეო არენაზე და დიდი წარმატებითაც უთხრის ძირს საკუთარ ქვეყანას. ახალმა ხელისუფლებამ (ვერ იქნა და ვეღარ დაძველდა) კი, ჯერჯერობით არათუ წარმატების მოპოვება, თანაფარდობის აღდგენაც ვერ მოახერხა და მხოლოდ თავის მართლების რეჟიმშია გადასული. რას ვერ ითვალისწინებს და რა შეცდომებს უშვებს ივანიშვილის ხელისუფლება, ამაზე `ალიას” პარტია `თეთრებისა” და `სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.
– დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს უცხოეთის ქვეყნებში ჩვენ გვყავს უამრავი ავტორიტეტული ადამიანი და მათ არ ვიყენებთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ადამიანებთან შეხება საერთოდ არ გააჩნია. მაგალითად, ბატონი რაულ ჩილაჩავა, მწერალი კაცი, პროფესორი, ცხოვრობს კიევში. იყო უკრაინის ელჩი ლატვიაში. მისი ორი წიგნი წამოვიღე, ჩემს ოჯახს უნდა ვაჩვენო, როგორი წარმატებული კაცი გვყავს უცხოეთში. ვეკითხები ამ ადამიანს, ვინმე ინტერესდება-მეთქი შენით? არა, არავინ არ ხვდება, არავინ არ ელაპარაკება. მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ავთო მიქაბერიძეს, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, ესეც პროფესორი. არც ამას ვიყენებთ.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საელჩოები ბიზნეს-ცენტრებად იყო გადაქცეული, უკრაინაში წინა სამივე ელჩი ბიზნესშია ოჯახებით, მათ გამოიყენეს თავიანთი მდგომარეობა და ნაშოვნ ფულს ახლა ხარჯავენ `ნაციონალების” სასარგებლოდ. მე მასალები მაჩვენეს, რა იბეჭდება საქართველოზე უკრაინაში… ევროპაშიც მაქვს კავშირები, იქაც იწერება ასეთი რაღაცები. ყოფილი საბჭოთა სივრცე ქურდული წესით გადაფარული აქვს გივია თარგამაძეს. ეს ადამიანია იქ ელჩი და ყველაფერი.
“მე პირდაპირ ვაცხადებ: თუ დღეს გვინდა, რომ პრემიერ-მინისტრს ვებრძოლოთ მაშინ ავირჩიოთ მის მიერ წარმნოდგენილი საპრეზიდენტო კან დიდატი, თუ გვინდა რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი მხარი დავუჭიროთ მარგველაშვილს”.
უკრაინაში ქართველები ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, გაგიჟდები, ყველაფერი ცნობილია, ვის რამდენს უხდიდა და როგორ იქცეოდა…ბელორუსიაში ჩვენი ყოფილი ელჩი გაგლეჯილი მთვრალი დაჯდა საჭესთან, საზღვართან მივიდა და მთელი სკანდალი მოაწყო… აი, ეს მოსწონს ზოგიერთს დასავლეთში და ევროპაში, ამ ხალხის ხელიდან გაშვება არ უნდათ. ამათ მთელი მსოფლიო გადაგვკიდეს…
“ყოფილი საბჭოთა სივრცე ქურდული წესით გადაფარულიაქვს გივია თარგამაძეს. ეს ადამიანია იქ ელჩი და ყველფერი. უკრაინაში ქართველები ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, გაგიჟდები, ყველაფერი ცნობილია, ვის რამდენს უხდიდა და როგორ იქცეოდა.”
იცით, დღეს როგორ მიდის საქმე? ვერ წარმოიდგენთ, როგორ აფინანსებენ ამ სოროსელებს, რათა ყოფილ საბჭოთა სივრცეში სიტუაცია არიონ. ბატონ ბიძინას კი ეწყინება, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ვთქვა, სჯობს, ეწყინოს: რომელ კოჰაბიტაციაზეა ლაპარაკი, ან რატომ უნდა ვუსმინოთ რამდენიმე ამერიკელ კონგრესმენს? აგერ, ნახეთ, ჩეხეთში ისე დაიძაბა მდგომარეობა, მთელი მთავრობა გადადგება პატარა პრობლემების გამო. ამათ შეჭამეს ქვეყანა, გენოციდი მოუწყეს ქართველ ხალხს, ვის ვეფერებით? ინდუსტრია შექმნა `ნაციონალურმა” მოძრაობამ, საქართველოდან მკვიდრი მოსახლეობა გაიყვანა და სამაგიეროდ ჩამოიყვანა ხალხი არაბული ქვეყნებიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და თურქეთიდან. აი, ეს არის ქართული მენტალიტეტის შეცვლა, მილიონნახევარი ადამიანია დღეს გასული და ტანჯვა-წამებაში ჩავარდნილი! ევროპის საგიჟეთებსა და ციხეებში ყველაზე მეტი ქართველი ზის… მე მიყვებიან, როგორ აგდებულად ექცეოდნენ საელჩოები ემიგრანტებს, ისინი ისეთ ფაქტებს დებენ, თუ ნამუსი გაქვს, თვალებში ვეღარ უნდა შეხედო ამ ხალხს. ამ დროს საელჩოების თანამშრომლები პარპაშებენ, ფუფუნებაში ცხოვრობენ ოჯახებით, სიდედრ-სიმამრებით, ახლობლებით. დღეს ბევრი ელჩი დარჩენილია და მიდის ბინძური ხერხებით ბრძოლა! როდესაც ამბობენ, სამართლიანობა უნდა აღდგესო, მე არ ვეთანხმები, რაც არ ყოფილა, რა უნდა აღდგეს? სწორი იქნება, თუ ვიტყვით: სამართლიანობა უნდა დადგეს!
– მართალი ხართ, რაც არ ყოფილა, ვერ აღდგება.
– როდესაც ავღანეთში ორი ავსტრიელი ჯარისკაცი დაჭრეს, ამ ქვეყანამ თავისი 367 კაცი უკან გამოიყვანა. მერე ავსტრიას ყველამ მიბაძა… საქართველოში ოფიციალური პირები ლაპარაკობენ, ავღანეთის ომი ქართველებისთვის სამამულო ომიაო. რა ვქნათ ახლა ჩვენ, ჭკუიდან შევიშალეთ? მე ნანახი მაქვს ფილმი – `შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო”, რომელიც არაფრად მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება. როდემდე უნდა გავეგოთ ფეხქვეშ ხან ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფს, ხან კიდევ რუსეთის წარმომადგენლებს? ესე იგი, რუსეთს ხელის განძრევაც აღარ სჭირდება, ისე ვანგრევთ და ვაქცევთ საკუთარ ქვეყანას. რუსეთში ჰომეროსის ხარხარი აქვთ, აღარ აქვს მნიშვნელობა, ღვინოს შეიტან, არაყს თუ `ბორჯომს”!
ახლა ის იარაღი რომ ამოიღეს, მონაგონია, ჯერ სად ხართ? სააკაშვილი პრეზიდენტი რომ აღარ იქნება, ისეთი რაღაცები ამოიქექება, თმა ყალყზე დაგვიდგება. ახლა წავიკითხე, ნიკა რურუა, კულტურის ყოფილი მინისტრი რომელიღაც გაზეთში წერს: ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პერსპექტივა არა აქვს და მარგველაშვილი ჩემი მეგობარიაო. ბატონო ბიძინა, ვერ გავიგე, ყველას გვებრძვით იმიტომ, რომ ამერიკელებმა გითხრან მადლობა? არსებობს პოლიტიკოსების ამერიკა და არსებობს პოლიტიკოსების საქართველო…
_ეტყობა, ჩვენ რაღაც გაიძვერების ჯგუფებთან გვაქვს საქმე.
– ამიტომაც გეუბნებით, რომ სრულიად სხვა არის პოლიტიკოსების ამერიკა, რომელსაც ვუსმენთ და სხვათა შორის, არც იქ და არც ევროპაში პრეზიდენტებს თავზე არ იჯენენ. ჩვენ პრეზიდენტიც თავზე გვაჯდება, მთავრობაც თავზე გვაჯდება… სანამ მოვლენ ხელისუფლებაში, თავდახრილები არიან და მოვლენ თუ არა, მერე უცებ ყველაზე მეტი იციან, ყველას უფროსები არიან, არაფრის რჩევა აღარ სჭირდებათ და ასე შემდეგ. როდემდე? დღეს ჩვენთან სიტუაცია ასეთია: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გუნდთან ერთად მეტის გაკეთება არ შეუძლია, მით უმეტეს, ჩასაფრებული ძალების პირობებში. კი, ბატონო, შეიძლება ჩასაფრებული პრეზიდენტი მოიცილოს არჩევნებით, მაგრამ პარლამენტს ვერ მოიცილებს, ამერიკიდან ეუბნებიან, ასე არ იქნებაო. მე ხშირად ამერიკელების მოსაზრებას ვიზიარებ, მაგრამ ჩვენი საქმისა ჩვენ უკეთესად ვიცით. ნუ მიხსნიან, რა არის დემოკრატია, ნუ გვეუფროსებიან, ხალხი უნდა იყოს უფროსი. მე პირდაპირ ვაცხადებ: თუ დღეს გვინდა, რომ პრემიერ-მინისტრს ვებრძოლოთ, მაშინ ავირჩიოთ მის მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი. თუ გვინდა, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი, მხარი დავუჭიროთ მარგველაშვილს. ერთი პარტია არ უნდა მოაჯდეს ყველაფერს თავზე! ბატონ ბიძინას უკვე შეეპარა იმისი შეგრძნება, რომ მხოლოდ ის არის და მეტი არავინ. რომ ამბობს, არა ვარ პოლიტიკოსიო, მაგრამ ძალიან დიდ ანგარიშს უწევს, ვინ რას იტყვის გარედან და არ ითვალისწინებს, რა ხდება ქვეყნის შიგნით. სხვათა შორის, თავის დროზე მეც მაძლევდნენ იმ ჯოლდოს, რომელიც მისცეს ამ დღეებში სააკაშვილს, მაგრამ მასინ ვთქვი, სირცხვილია, ქვეყანა შიმშილობს-მეთქი.
“ბატონო ბიძინა, ვერ გავიგე, ყველას ვებრძვით იმიტომ,რომ ამერიკელებმა გითხრან მადლობა? ჩვენ პრეზიდენტიც თავზე გვაჯდება, მთვრობაც თავზე გვაჯკდება… სანამ მოვლენ ხელისუფლებაშიმ თავდახრილები არიან და რომ მოვლენ თუ არა, მერე უცებ ყველაზე მეტი იციან, ყველას უფროსები არიან, არაფრის რჩევა აღარ სჭირდებათ და ასე აშემდეგ, როდესმე? დღეს ჩვენთან სიტუაცია ასეთია: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გუნდთან ერტად მეტის გაკეთება არ შეუძლია, მით უმეტეს, ჩასაფრებული ძალების პირობებში.”
_ რომელ ჯილდოს გულისხმობთ, შიმშილის აღმოფხვრისთვის რომ მისცეს იტალიაში?
_ დიახ, კაცურად გეუბნებით, 2002 წელს ვიყავი `ფაოში” და მაძლევდნენ. მე ვუთხარი, მრცხვენია-მეთქი.
_ ამ ჯილდოს რის მიხედვით აძლევენ?
_ დამიჯერეთ, რაა, ეს უსაქმური პრეზიდენტი დადის ისეთ ადგილებში, სადაც სიხარულით ხვდებიან. `ფაო” არ არის ის ადგილი, პრეზიდენტები რომ დადიან. სააკაშვილი მივიდა, ამას მეტი საქმე არა აქვს, იმათ მადლობა გადაუხადეს და დააჯილდოვეს. მე გუბერნატორის რანგში მივედი, მაგრამ მაინც მაჯილდოვებდნენ. ამან მოსახლეობას გენოციდი მოუწყო, მიწაზე ხოხავდა და თან შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რაღაც სიგელს აძლევენ, ეს არის კატასტროფა! 17 მაისი დიდი წყალგამყოფი იყო საქართველოსთვის, მე მითხრეს გარედან, თქვენკენ ფულის ნაკადები წამოვიდა, გეშინოდეთო. დიახ, ფულიც წამოვიდა და აღვირახსნილი პროპაგანდაც! პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელს ლაპარაკობენ, სწორედ ამ ფულით იკვებებიან და ასე ებრძვიან საქართველოს! მე არ მესმის, ნუთუ ასე უნდათ, რომ მენტალიტეტი შეგვიცვალონ? ნუთუ ასე უნდათ, მოშალონ მართლმადიდებლობა? არა, თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ვერავითარი კონგრესმენები და ვერავითარი მაკკეინები ვერ გვაჯობებენ. თქვენ ხედავთ, როგორი არეულობაა თურქეთში და ისიც ვიცით, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს. მე კიდევ ერთხელ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, მარტო მე მაქვს 300 ადამიანის სია, რომლებიც გადახვეწულები არიან საქართველოდან, თუ მათ ჩამოვიყვანთ, ეს იქნება ძალიან დიდი ფუფუნება. ნუ გვაცხოვრებენ ყალბ სივრცეში, ბოლო-ბოლო, აქედან უნდა გამოვიდეთ!
ესაუბრა გელა ზედელაშვილი





