(ჯეონიუსი) თემურ შაშიაშვილს პრემიერის “ნაცებთან კოაბიტაცია შეცდომად მიაჩნია

20130617140948shashiashvili„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას კვლავ ითხოვს და პრემიერის “ნაცებთან კოაბიტაცია შეცდომად მიაჩნია.  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მოუწყო გენოციდი. ჩვენ ვითხოვთ არა ერთი და ორი პიროვნების დაჭერას, არამედ რეჟიმის გასამართლებას, ვინაიდან, ვიმეორებ, რომ არ მოხდა ამ რეჟიმის გასამართლება და 20 იანვარს სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულება. ესაა ივანიშვილის უდიდესი შეცდომაც. მან ისარგებლა იმით, რისი უფლებაც არ ჰქონდა. პიროვნულად მან შეიძლება ვიღაცას რაღაც აპატიოს, მაგრამ როგორ ჰპატიობს ის ჩემს ნაცვლად იმ ხალხს, რომლებმაც საშინელ მდგომარეობაში ჩამაყენეს?!“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერს ივანიშვილის შეცდომად მიაჩნია, რომ მან “ნაცებთან” კოაბიტაციით, კარგი საუბრითა და კეთილი განწყობით რაღაცის მიღწევას შეძლებდა.

„ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა ელემენტარული რამ, რომ დამნაშავეებთან თანამშრომლობითა და თანაცხოვრებით სამართლიანობა ვერ მიიღწევა. და კიდევ, მარტივი ჭეშმარიტებაა, ჩასაფრებული პრეზიდენტისა და მთელი ვერტიკალის პირობებში, როდესაც სასამართლო, ვერ გაიგებ, რას არ აკეთებს; როცა კონტროლის პალატა, გუბერნატორებისა და მერების დიდი ნაწილი სწორედ ამ ჩასაფრებულების მხარესაა, ცხადია, ხელისუფლება შებოჭილია”, – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *