(ნიუსპრესი)თემურ შაშიაშვილი – პრეზიდენტად ისეთი პიროვნება უნდა ავირჩიოთ, ვინც „ქართული ოცნების“ კოალიციაში არ მოიაზრება


პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკასთან, ევროპასთან და რუსეთთან ცივილიზებულ ურთიერთობას, საქართველო, მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების არსებობით მიაღწევს.
„ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სამარე 2011 წლის 26 მაისმა გაითხარა, 1 ოქტომბერმა კი, ანტიქართული ცნობიერების ნაციონალები პოლიტიკურ სამარეში ჩააწვინა. ახლა მხოლოდ მიწის მიყრაა საჭირო და სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება. ივანიშვილს ამის უფლებას, 20 იანვარს, კონსტიტუცია აძლევდა, მაგრამ ის ასე არ მოიქცა, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა მაინც გარედან იმართება. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელიც გარე ძალების მიერ მართული არ იქნება.
Facebook Comments



