(Timer.ge) თემურ შაშიაშვილი: ახლა მხოლოდ მიწის დაყრაა საჭირო და ვერ ხერხდება

1371640823_temuri_shashiashvili_2“თეთრების ლიდერი” ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ  საქართველოს პრეზიდენტად უნდა აირჩეს ის პიროვნება ვინც  კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებული არაა.

“ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას, პირიქით  – ივანიშვილის გადარჩენას ნიშნავს”, –  აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

მისივე თქმით 26 მაისს  “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სამარე გაითხარა, 1 ოქტომბერს  კი ისინი პოლიტიკურ სამარეში ჩააწვნენ.  “ახლა მხოლოდ მიწის დაყრაა საჭირო და ვერ ხერხდება”.  მისივე განცხადებით ივანიშვილს ამის გაკეთება 20 იანვარს შეეძლო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება კონსტიტუციით ჰქონდა მან ეს უფლება არ გამოიყენა.

” არ გააკეთა იმიტომ, რომ ჩვენ მაინც ვიმართებით გარედან. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელიც გარეძალების მიერ არ იქნება მართული.  დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა ვადამდელი არჩევნები და თუ გვეყოლება ეროვნული ხელისუფლება, მერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ურთიერთობა გვექნება ყველა სახელმწიფოსთან _ ამერიკასთანაც, ევროპასთანაც და რუსეთთანაც”- მიიჩნევს შაშიაშვილი.

 

წყარო: http://timer.ge/9661-themur-shashiashvili-akhla-mkholod-mitsis-dayraa-satciro-da-ver-kherkhdeba.html

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *