დღეს “სადისკუსიო დარბაზის” შეკრებაზე განიხილება საქართველოში საზოგადოებრივი პარლამენტის კონცეფცია

5გუშინ შედგა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის სადისკუსიო დარბაზის სხდომა, რომელზეც გაიმართა სჯა-ბაასი საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე,

დარბაზის წევრებმა დაადასტურეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისადმი სამეცნიერო წრეების დიდი დაინტერესება, არჩევნების აუცილებლობისადმი დამოკიდებულება და სამშობლოს საკეთილდღეოდ ამ პროცესებში ჩაბმისათვის მზადყოფნა.  აღინიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ პარტიათა ძალისხმევას, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ცდილობენ მიაღწიონ ახალ საპარლამენტო არჩევნებს.

დარბაზის თავმჯდომარე, პროფესორი  პაატა ცნობილაძე ადასტურებს ამ მნიშვნელოვან პროცესებში საინიციატივო ჯგუფის სრულად ჩართვის მზადყოფნას.  გამომდინარე იქედან, რომ ვადამდელი არჩევნების, როგორც ერთადერთი გამოსავლისა შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან, ჩატარების იდეა იშვა საზოგადოების წიაღში, სასურველია პოლიტიკურმა პარტიებმა არ მოახდინონ ამ პროცესის პოლიტიზება, რატა არ მოხდეს იდეის კომპრომეტირება და დაგვირგვინდეს საერთო-სახალხო დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბებული, ხალხის კონსოლიდირებული მოთხოვნების შესაბამისად.

საინტერესო წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვეს პროფესორმა მანუჩარ მაჩაიძემ,  პროფესორმა ლელა ნადიბაიძემ, პროფესორმა პაატა გიორგაძემ,  ხელოვნების დამსახურებულმა მუშაკებმა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ და ზურაბ ხასიამ.

პროფესორ ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინადადებით და იმის გათვალისწინებით, რომ საინიციატივო ჯგუფი მთლიანად შედგება მეცნიერებისაგან, გადაწყდა, დარბაზმა თავისი დამოკიდებულება გამოხატოს უმაღლესი განათლების თაობაზე კანონში შესატანი ცვლილებებისადმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებისადმი.

დაისახა საორგანიზაციო სამუშაოების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს  პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებთან, პარლამენტის ფრაქციათა ხელმძღვანელებთან, კოლეგა მეცნიერებთან, ჟურნალისტთა კორპუსთან.

დარბაზის წინადადებით მოსმენილ იქნა ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის ინფორმაცია დასავლეთ ევროპაში, უკრაინასა და რუსეთში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებთან შეხვედრების თაობაზე.

მომხსენებლის მიერ გაჟღერდა მიგრანტების  წინადადებები, მოთხოვნები, მოსაზრებები. აგრეთვე აღნიშნულ ქვეყნებში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია და საქართველოსათვის საინტერესო ზოგიერთი პრობლემა. დარბაზმა მოიწონა მიგრანტთა და ამ შეხვედრების ორგანიზატორთა მიერ მომზადებული ერთობლივი დოკუმენტი

დღეს დარბაზის წევრები წარმოადგენენ და განიხილავენ წინადადებებს საზოგადოებრივი პარლამენტის კონცეფციასთან დაკავშირებით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *