… ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.

1დიდი იმედით ვხვდებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ბატონი ოთარ კვესიტაძის არჩევას. ჩვენ მეცნიერებაზე ორიენტირებული პარტია ვართ, საქართველოს მომავალს მეცნიერთა მიერ შედგენილ პროგრამებში, მეცნიერთა მიერ მომზადებულ კანონპროექტებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მეცნიერულ ანალიზში და ქვეყნის პოტენციალის მეცნიერულ კვლევასა და მის გამოყენებაში ვხედავთ. ჩვენ ეს ნათლად გამოვკვეთეთ მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ.

„თეთრების“ მმართველი ბირთვის თითქმის მთელი შემადგენლობა მეცნიერებიდან მოდის, მეცნიერებასთანაა კავშირში, ჩვენი პროგრამებიც მათ მიერაა შედგენილი. პარტიის მთავარ საპროგრამო დოკუმენტში გაკეთებულია განსაკუთრებული ხაზგასმა: საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან ორი დიდი საყრდენი აქვს – ინტელექტი და ბიზნესი. ეს უკანასკნელიც, ანუ ბიზნესიც, ინტელექტზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს.

უფრო მეტიც, ჩვენი პოზიცია ურყევია: ქვეყანაში უნდა მოხდეს არა პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, როგორც ამას უამრავი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა ამბობს, არამედ, ინტელექტუალიზაცია.

ჩვენ ვთვლით, რომ ასეთ დროს ეროვნული აკადემიის სათავეში ეროვნული კაცის, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, კარგი ოჯახიშვილის და ძლიერი ორგანიზატორის არჩევა, დარწმუნებული ვარ, მას დიდი სამთავრობო მხარდაჭერა ექნება – ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.

პარტია “თეთრების” პოლიტიკური საბჭოს სახელით
თემურ შაშიაშვილი
21.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *