“თეთრების” პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

 

1საპრეზიდენტო მარათონის ვნებათაღელვამ არაერთი საინტერესო შეფასების გამოქვეყნება განაპირობა.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჟურნალ-გაზეთი, ან ჩვენთვის საპატივცემულო პიროვნება არ, ან ვერ იგებს საკმაოდ ზუსტად ფორმულირებულ მოსაზრებებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ:

– დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის სწორად განვითარების გასაღები პრეზიდენტად მმართველი ძალის გარეთ მდგომი  გამოცდილი, განათლებული და გაწონასწორებული პიროვნების მხარდაჭერასა და არჩევაშია;

– ჩვენი, ისე როგორც ნებისმიერი ნორმალური პარტია, გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიალურად. ვინაიდან პარტიის მმართველი ორგანოს შეკრება დაგეგმილია უახლოეს მომავალში, სხვა საკთხებთან ერთად იგი იმსჯელებს და მიიღებს  გადაწყვეტილებას ღირსეული კანდიდატისადმი მხარის დაჭერის თაობაზე;

– ვინაიდან „თეთრების“ ლიდერი გახლავთ „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის კოლეგა და თანამებრძოლი, არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის პოლიტიკურ სიმპათიებში და თანამებრძოლებისადმი ერთგულებაში. მითუმეტეს, ამ საკითხზე არაერთხელ გაკეთდა ნათელი განცხადება.

 

პარტია „თეთრების“ პრეს-ცენტრი

21.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *