(თაიმერი)პარტია”თეთრები” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “თეთრები” წარმომადგენლები, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკუთარ მოსაზრებებს კიდევ ერთხელ აფიქსირებენ და აცხადებენ, რომ ზოგიერთი ჟურნალ-გაზეთი, ან მათთვის საპატივცემულო პიროვნება არ, ან ვერ იგებს საკმაოდ ზუსტად ფორმულირებულ მოსაზრებებს.
“საპრეზიდენტო მარათონის ვნებათაღელვამ არაერთი საინტერესო შეფასების გამოქვეყნება განაპირობა. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის სწორად განვითარების გასაღები პრეზიდენტად მმართველი ძალის გარეთ მდგომი გამოცდილი, განათლებული და გაწონასწორებული პიროვნების მხარდაჭერასა და არჩევაშია. ჩვენი, ისე როგორც ნებისმიერი ნორმალური პარტია, გადაწყვეტილებას კოლეგიალურად იღებს. უახლოეს მომავალში, პარტიის მმართველი ორგანოს შეკრებაა დაგეგმილი, სხვა საკითხებთან ერთად, იგი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ღირსეული კანდიდატისადმი მხარდაჭერის თაობაზე.
ვინაიდან “თეთრების” ლიდერი გახლავთ “სახალხო კრების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის კოლეგა და თანამებრძოლი, არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის პოლიტიკურ სიმპათიებში და თანამებრძოლებისადმი ერთგულებაში. მითუმეტეს, ამ საკითხზე არაერთხელ გაკეთდა ნათელი განცხადება”. – ნათქვამია “თეთრების” განცხადებაში.




