( ახალი თაობა) ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს ნაციონალური მოძრობა

თემურ შაშიაშვილი:

 

სააკაშვილი სტალინს ებრძვის და მის სულში 100 სტალინი ცხოვრობს

 

198941_137527276315997_2345779_nბოლო დროს აქტიურად დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს. ამ მოთხოვნით ახლო მომავალში ხელმოწერების შეგროვებაც იგეგმება. ამ ინიციატივით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაზე გამოვიდა. ამ იდეას მხარს უჭერს „სახალხო კრება“ და პარტია „თეთრების“  თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი. ოპოზიციაში გადაბარგებული ნაციონალების აკრძალვის მიზეზებზე თემურ შაშიაშვილი „ახალ თაობასთან“ საუბრობს

თემურ შაშიაშვილი:

– “ნაციონალური მოძრაობა” უნდა აიკრძალოს! ეს აკრძალვა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის. ეს მოთხოვნა იმ საქმეებიდან გამომდინარეობს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ წლების მანძილზე აკეთა. საქართველოს მოსახლეობისგენოციდი რეალურად სახეზეა. ასევე რეალურად არის სახეზე ქართულ ცნობიერებაზე შეტევა. სააკაშვილის ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე აიყვანა მკვიდრი მოსახლეობის საქართველოდან გაყვანის ინდუსტრია. მათ ადგილზე უცხო ტომის წარმომადგენლებს ასახლებენ, ძირითადად აზიისა და არაბული ქვეყნებიდან. მათ ღიად გააკეთეს განცხადება, რომ ქართული მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნის ბიუჯეტს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულით ავსებდნენ. ნაცმოძრაობა ფაშისტური მიმართულების ბოლშევიზმი  გახლდათ თავისი ყევლა განშტოებით.  სააკაშვილი ებრძოდა სტალინის ძეგლს და მის სულში 100 სტალინი ცხოვრობდა, ნაციონალების აკრძალვის მოთხოვნით  სხვადასხვა პარტიები, მათ შორის სახალხო კრება გამოდიოდა. ნინო ბურჯანაძე ახლა კიდევ ერთხელ გამოვიდა ამ ინიციატივით.

 – ამ მოთხოვნის საპასუხიდ მავანმა თქვა, თავად, როცა იყო ნაციონალურ მოძრაობაში,მაშინ რატომ არ მოითხოვა პარტიის აკრძალვაო.

– ადრე მეც მეგონა, რომ ქალბატონი ნინო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. გავარკკვიე,რომ ამ პარტიაში არასოდეს შესულა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს პარტია უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს.

 – თავიდან ითხოვდით, რომ 10 წლით აკრძალულიყო ეს პარტია.

– შეიძლება 10 წლით არავინ აკრძალოს, მაგრამ ეს აკრძალვა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. 2010 წელს ჩვენ დავიწყეთ პროექტი, „ხალხი ასამართლებს ხელსიუფლებას“ . ამ პროექტის ფარგლებში მარტო ნაციონალების გასამართლებას არ ვითხოვდით. გვინდოდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვითრებული მოვლენები შეფასებულიყო. ამ პროცესებში მონაწილე ძალები უნდა გასამართლდენ, რათა მომავალში მსგავსი საშინელების ჩადენის  სურვილი აღარავის გაუჩნდეს. არც ერთი ხელისუფლებისათვის არ მოგვითხოვია პასუხი. შესაბამისად, ამუშავდა მანქანა და ერთნაირებს შობს. სამწუხაროდ, საქართველო ყალბ ბელადთა მმართველობის ქვეყნად გადაიქცა. საინტერესოა, რომ სააკაშვილს დღეს ყველაზე მეტად ის ხალხი ებრძვის, რომლებმაც ის ყალბ ბელადად აქციეს.  მოღლატე პოლიტიკოსების და ყალბ ბელადთა ეპოქა უნდა დამთავრდეს!

 – და ამისათვის არის საჭირო რომ ხალხმა ისინი გაასამართლოს?

– სწორედ ამისათვის არის საჭირო. ჩადენილი დააშაულებისათვის უნდა აიკრძალოს რომელიმე პარტია, რათა სხვა ხელსიუფლებამ ვეღარ გაბედოს მსგავსი რამის გაკეთება.

 – რატომ არ თანხმდება ამას „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის პირობით  მოვიდა?

– მე ვერ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნება“ ამას არ თანხმდება. კოალიცია რაის ხელისუფლების სათავეში და ის ვალდებულია, ბევრ რამეს და ვინმეს გაუწიოს ანგარიში. იმასაც კარგად ვხედავ, რა მეთოდებით ებრძვიან ნაციონალები იცნებას. გამოდიან და ეუბნებიან, ამერიკა და დასავლეთი თქვენ ჩვენი დევნისათვის სხვანაირად გიყურებენო.

 – და მეოცნებეებისათვისაც  დასავლეთის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ხალხის დაკვეთა?

– კოალიციას, უბრალოდ, არ სურს სალაპარაკო მისცეს ნაციონალებს. წინ 2 სამიტი გველოდება. ამ სამიტებით დაგვხოცეს და გაგვანადგურეს. პირდაპირ გეტყვით, დაგვცინიან

 – – რით გამოიხატება დაცინვა?

– ცოტა ხნის წინ სააკაშვილი შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ დააჯილდოვა. სააკაშვილს რომ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისათვის დააჯილდოვებ, არ არის საქართველოს დაცინვა? ამაზე მეტად როგორ უნდა დასცინო ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანას. შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლის ჯილდოს აძლევ იმ ადამიანს,რომელმაც გენოციდი მოუწყო საქართველოს მოსახლეობას. ასე დაგვცინიან ჩვენგარეთ და ეს ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა. თავად ეს პარტია „მოქკავშირისა“ და „აღორძინების“ სინთეზს წარმოადგენს. მოსახლეობამ უნდა მიხვდეს, რომ ქვეყანას მართავენ სექტები და მასონური დაჯგუფებები. სამეგრელოში აღმოჩენილმა სამალავებმა და იქ ნაპოვნმა ფირებმა ხალხი შოკში ჩააგდო და ატყდა ერთი ამბავი. ეს სწორი რეაქცია იყო, მაგრამ ხალხს რეაგირება დააგვიანდა.ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გაიტანეს თბილისის ცენტრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლი. ამაზე ხალხი დუმდა.

 – დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისის ცენტრიდანაც გაიტანეს, არც ამაზე ამოუღია ხალხს ხმა.

– ჰოდა, ეს არის დიდი უბედურება. დავით აღმაშენებელი ვიღაცეებს პრარაბი ეგონათ, რომელიც მხოლოდ აშენებდა. ამიტომ არ მიაქცია ბევრმა ყურადღება ამ ძეგლის გატანას. არადა დიდი მეფის ძეგლის გატანით, საქართველოდან გადიოდა ქართული ცნობიერება. ყველაფერი გააკეთეს შემოქმედებითი კავშირის გასანადგურებლად. მწერალთა კავშირის ყრილობა რომ ტარდებოდა, მთელი საქართველო იმის მოლოდინში იყო, რა განცხადებებს გააკეთებდნენ იქ აკაკი ბაქრაძე, ან მუხრან მაჭავარიანი. მოსპეს ის, რაც ქვეყანას მართავდა, სააკაშვილის ხელისუფლებას განათლებულ ადამიანთა ერთობა აშინებდა, იმავე დღეში ჩააგდეს უნივერსიტეტები, რომლებზეც იდგა საქართველო. დღეს ყველა იბრალებს, ჩვენ ვედექით გვერდით უნივერსიტეტსო, არადა კახა ლომაია, მაშინდელი განათლების მინისტრი, აღშფოთებული გაიძახოდა, უნივერსიტეტის გვერდით თემურ შაშიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძე დგანანო.

 – მართლა იდექით?

_ მართლა ვიდექით და განვიცდიდით იქ მიმდინარე პროცესებს. კარგად ვაცნობიერებდით, რომ უნივერსიტეტი ქართული ცნობიერე¬ბის საყრდენი იყო. ამათ უნივერსიტეტი შეჭამეს და პოლიტიზებული გახადეს. ქვეყანაში 2 უძლიერესი აკადემია არსებობდა; საქართველოს მეციერებათა აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ორთავეს ჰქონდა საერთაშორისო ავტორიტეტი. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ალეკო თავხელიძეს დაპატიმრებას უპირებდნენ. კიდევ კარგი, მოახერხა და ქვეყნიდან გასვლა მოასწრო. მსოფლიო მნიშვნელობის მქონე მეცნიერზე სააკაშვილმა 2004 წელს ათასი სისაძაგლე ილაპარაკა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სპეციალურად გაუხსნა მას კათედრა. ალეკო თავხელიძისგან განსხვავებით, არ გაუმართლა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნაპოლეონ ქარქაშაძეს. რომელსაც შეეძლო, აფხაზებთან საერთო ენა გამოენახა. მოგეხსენებათ, აფხაზეთს უხუცესები მართავენ, ქარქაშაძე კი აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს წევრი იყო. ის 75 წლის ასაკში დააპატიმრა სააკაშვილის რეჟიმმა.

_ რატომ დაიჭირეს?

_ იმიტომ, რომ სააკაშვილის ბაბუას სურდა ასე. ის დაბოღმილი იყო იმის გამო, რომ აკადემიკოსი ვერ გახდა. ამაზე ხმა არავინ არ ამოვიღეთ. ამაზე ხმა არც ევროპელებს ამოუღიათ. სამაგიეროდ, იმაზე ყვირიან, ცხეში ბლუ მერაბიშვილი როგორ ჩასვითო. ეს კაცი გაუნათლებელია. მან თქვა: არ ვცნობ საქართველოს ტრადიციებს და პატივსაც არ ვცე¬მო. თქვა: ქართულ ღვინოს გემო ვერ გავუგეო. თქვა: არც მართლმადიდებელი ვარ და არც კათოლიკეო. აი, ასეთი კაცის დასაცავად გაჰყვირიან ვიღაცები. საყვირელი სხვა რამეა. პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიყვიროთ, რომ საქართველო სახელმწიფო, პრაქტიკულად, აღარ არის.

_ რის საფუძველზე ამბობთ ამას?

_ მე ხელთ მაქვს შემზარავი სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ, პრაქტიკულად, სახელმწიფო აღარ ვართ,…სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ბიუჯეტი და ერთიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობა თანხებში _ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული,…სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიუჯეტში შესული ყოველი ლარი მხოლოდ 20 თეთრის საქვეყნო საქმეს აკეთებს, სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ `ნაციონალურმა~ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას გენოციდი მოუწყო, სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში სისტემური კრიზისია და რომლის დაძლევა მხოლოდ სისტემური ცვლილებებით არის შესაძლებელი, სტატისტიკა, რომელიც ადასტუ-რებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს (1991-2013 წ.წ.) ყველა პოლიტიკური პროცესი შეფასდეს და ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებმაც აქამდე მიგვიყვანეს, გასა-მართლდეს ეს მასალა ქვეყნდება მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის საინიციატივო ჯგუფის სახელით. ნაციონალები 2003-2011 წლებით დღესაც ამაყობენ.

მთლიან შიდა პროდუქტში მრეწველობის წილი _ 16%; მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი _ 8%; მთლიან შიდა პროდუქტში შემოსავლები სახ. დაწესებულებებიდან (ჯარიმები, ცნობები) _ 13%; ბიუჯეტის საერთო შემოსავლებში ჯარიმებისა და ცნობების `წარმოების~ წილი _ 30%; ცნობების `წარმოება~ აღემატება სოფლის მეურნ. წარმოებას _ 1,6-ჯერ; კვების პროდუქტების ბაზარზე იმპორტული საქონლის წი¬ლი _ 80%; უმუშევრობის დონე (ოფიციალურად) _16%; უმუშევრობის დონე (ავტორიტეტული გამოკითხვების შედეგად) _ 71%; უცხოეთში გასულთა წილი შრომისუნარიან მოსახლეობაში _ 25%; თვითდასაქმებულთა წილი (ოფიცილურად) _ 53%; პარლამენტის შენობის აგება (ოფიც. მონაცემებით) _ 133 მლნ. დოლარი; პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა (ოფიც. მონაცემებით) _ 200 მლნ. დოლარი;

`მშვიდობის~ ხიდის აგება (ოფიც. მონაცემებით _ 38 მლნ. დოლარი; კონკურენტული გარემოს შექმნის მიხედვით (139 სახელმწიფოს შორის) 93-ე ადგილი; საკუთრების დაცვის მიხედვით (139 სახელმწიფოს შორის) 120-ე ადგილი; დემოკრატიის ინდექსთა მიხედვით (167 სახელმწიფოს შორის) 103-ე ადგილი. ეს მართლაც შემზარავი სტატისტიკაა. ეს ადასტურებს, რომ ქვეყანაში სისტემური კრიზისია.

_ გამოსავალს რაში ხედავთ?

_ სისტემური კრიზისის დაძლევა მხოლოდ სისტემური ცვლილებებით არის შესაძლებელი. სტატისტიკა გვაიძულებს, 1991-2013 საქართველოში მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესი შეფასდეს და ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს, უნდა გასამართლდეს. მთელი ის წლები სააკაშვილი სიცრუეში გვაცხოვრებდა. მართლა ქვეყნის გარეთ დაიწერა ქვეყნის დამშევადაუძლურების პროგრამა, ადვილად რომ ემართათ საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის, როგორ მოითმინა ქართველმა ხალ¬ხმა ეს ყველაფერი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ველურობიდან გამოვიდეთ. საქართველო ახლა არაბუნებრივი განვითარების გზას ადგას. უკვე დროა, განვითარების ბუნებრივ გზაზე გადავიდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ცივილიზაციის სათავეებთან. ეპოქა არ იყო, რომ საქართველოს გამორჩეული მეცნიერი არ ჰყოლოდა. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები დღეს საქართველოს ამასხარავებენ. აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართული ცნობიერების ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს. პირადად მე არც ერთ ღონისძიებაზე არ მიწვევენ.

_ არადა, იყო დრო, თქვენც დადიოდით ამერიკაში, ქუთაისს კი შაშინგტონი დაარქვეს.

_ მე პირველი ვიყავი, ვინც ამერიკაში მიიწვიეს. აშშ-ის პირველი ელჩი კენტ ბრაუნი გადაყოლილი იყო ჩემზე, მაგრამ, როგორც აწყობდათ, ისე რომ არ ვიბუქნავე, აღარ ვაინტერესებ. მათ მხოლოდ ისეთი პოლიტიკოსები აინტერესებთ, რომლებიც მათ დაკრულზე იცეკვებენ. ამასობაში თავზე დაგვემხო ეს ქვეანა. სააკაშვილი გვიმტკი-ცებს, რომ ევროპულად მართავს ქვეყანას. თუ ევროპელობაზე აქვს პრეტენზია, წავიდეს თანამდებობიდან. ევროპაში როგორც კი პარტია არჩევნებს წააგებს. მისი ლიდეი თანამდებობას ტოვებს. სააკაშვილი გადადგა კი არა, არჩევნების მერე უფრო აყვირდა. ამერიკაში არც ერთ თანამდებობაზე არ ირჩევენ უცნობ პიროვნებას. საქართველოში არ ირჩევენ ნაცნობს. დასავლეთში 20 წელი მაინც თუ არ ნახეს კაცი საქმეში, მას არ ენდობიან. მთელ მსოფლიოში პოლიტიკაში წასვლა არ უნდათ, იმიტომ  რომ, მათი ცხოვრება ქვეყნის ხელისგულზე იქნება. ჩვენთან კი იმიტომ მიდიან პოლიტიკაში, რომ პირადი ცხოვრება მოიწყონ. არავითარი ევროპული და ამერიკული ღირებულებები ამათ არა აქვთ. საქართველო დაღუპა ამ ყალბმა ევროპულობამ.

_ ახალი ხელისუფლება ამ ყველაფერს გაუმკლავდება თუ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს?

_ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მას ამ ეტაპზე მეტის გაკეთება არ შეუძლია. მის მიერ გაკეთებული საქმე ქვეყნისთვის საკმარისი, სამწუხაროდ, არ არის. პრემიერი ვადამდელ არჩევნებზე თუ არ წავა, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და საქართველოს ავნებს. ოღონდ მომდევნო არჩევნებში `ქართულმა ოცნებამ~, როგორც დამოუკიდებელმა პარტიამ, ისე უნდა მიიღოს მონაწილეობა. საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩავატაროთ.

_ რას მოგვიტანს ვადამდელი არჩევნები?

_ ამ გუნდითა და ჩასაფრებული ნაციონალებით ივანიშვილს მეტის გაკეთება არ შეუძლია. მისი გუნდი რომ შეიცვალოს და ჩასაფრებულების ხანა დასრულდეს, ამიტომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები!

 _ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს?

_ უკეთესი იქნება, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება. ამით ნაციონალები დასრულდებიან და პარლამენტში მოვა ნამდვილი ოპოზიციური ძალა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათი გუნდიდან უნდა იყოს. პრემიერმა ამ ამბიციაზე უარი უნდა თქვას. და თუ ჩვენ მართლა მხარს ვუჭერთ ივანიშვილს, მაშინ პრეზიდენტად `ქართული ოცნების~ კანდიდატი არ უნდა ავირჩიოთ. სერიოზულად არის გადასახედი პარლამენტის შემადგენლობა. საქართველოში არც პრორუსული პარლამენტი უნდა იყოს და არც პროამერიკული.

_ დღეს როგორი პარლამენტი ჰყავს საქართველოს?

_ პროამერიკული. დეპუტატთა 70% ამერიკულია. თუ პრეზიდენტადაც პროამერიკული ავირჩიეთ, ეს იქნება დამღუპველი. საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ქართულ ინტერესებს გაატარებს. პროამერიკული ანდა პრორუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ქვეყანას დაღუპავს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *