ფერომაფია ქალბატონებს უსწორდება

 

გუშინ „თეთრების“ ოფისს 40 მდე ზესტაფონელი ესტუმრა, რომლებმაც გვთხოვეს თანადგომა ფეროშენადნობთა კომპლექსთან დაკავშირებულ მაფიოზურ დაჯგუფებასთან ბრძოლაში.

ერთ-ერთ განცხადებაში, რომელსაც 120 პიროვნება აწერს ხელს , წერია:

„… ჩვენს პროტესტს, მათ მიერ დაქირავებული პასუხისმგებელი პირებიდან მოყვა ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორება, რის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ქალბატონებმა მაყვალა ცხადაძემ და ია ნარჩემაშვილმა, რომლებიც ამჟამად საკუთარი სახსრებით გადიან მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში…“

… და ეს ხდება თითქოსდა პოსტნაციონალისტურ საქართველოში.

საქართველოში სცემენ ქალბატონებს… სამართალი კი დუმს მაფიის სასარგებლოდ.

დუმს არასამთავრობო სექტორიც,

გულდასაწყვეტია მედიის პასიურობა.

P.S საინიციატივო ჯგუფის „ბრძოლა ზესტაფონისათვის“ წევრები იმედოვნებენ, რომ პარასკევს, 12 საათზე, ზესტაფონში, რუსთაველის გამზირზე (N106) ამ და სხვა მძიმე ფაქტებს გააცნობენ მოსახლეობას.

პარტია „თეთრები“ უერთდება ამ აქციას და მიაჩნია,რომ ყველა, ვისაც გული შეტკივა და შესძლებს, უნდა მოვიდეს ზესტაფონის გულშემატკივართა ამ თავყრილობაზე, რათა, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ (“კომპლექსური კორუფცია”) შეიქმნას საგანგებო სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ღერძი გახდა ქვეყნისათვის სიღარიბის  და ხელისუფალთათვის გამდიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ საწარმოთა გაკოტრების მცდელობასთან,  არამედ სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი დარგის გაქრობის სურვილთან.

 

„თეთრების“ პრეს-სამსახური

25.06.2013

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *