(ალია) თემურ შაშიაშვილი: ამიერიდან ჩვენი პარტია იწყებს მხილებას რუბრიკით”

ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება არ იცოდეს
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უამრავი დამნაშავე გაიქცა ქვეყნიდან. ზოგი სოროში შეძვრა, რამდენიმე ბიზნესმენმა ბინებიც კი შეიძინა უცხოეთში და საკუთარი ცოლ-შვილიც გახიზნა, მაგრამ გადაიარა ციებ-ცხელებამ და ისინი ისევ გამოჩნდნენ არენაზე. მეტიც დღეს ის ყაჩაღები, რომლებიც მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ახლა მეტ დანაშაულს სჩადიან, როგორც პარტია „თეთრების“ ლიდერი და „სახალხო კრების” წევრი – თემურ შაშიაშვილი ამბობს, ის დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს ასეთ ადამიანებს, რათა გააფრთხილოს ბიძინა ივანიშვილი…
თემურ შაშიაშვილი:
საკითხები, რომლებზეც დღეს ვაპირებ საუბარს, ძალიან მძიმეა. ხალხი გაწამებულია, ამიერიდან ჩვენი პარტია იწყებს მხილებას რუბრიკით: „ის,რაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება არ იცოდეს…“ შეიძლება მცირე დროში ვერ შეძლო ამ პრობლემების გაცნობა და მოგვარება, შეიძლება უმალავენ. მე ყოფილი გუბერნატორი ვარ. და ვიცი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლებელია, თუ ბატონმა ბიძინამ იცის ამ პრობლემის შესახებ და დუმს, მაშინ ძალიან ცუდი… თუ არ იცის , ჩვენ შევახსენებთ.
პრემიერ-მინისტრს რომ დღეს წასვლა უნდა, ჩემთვის გასაგებია. მან დაინახა პოლიტიკა და , დარწმუნებული ვარ, შეძრწუნებულია. მან გაიცნო პოლიტიკოსთა შემადგენლობაც დარწმუნებული ვარ, იმედგაცრუებულია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. მას თავიდან ეგონა, რომ ყველაფერი იცოდა. მაგრამ ცდებოდა. ვიმეორებ, ახლა ის არის შეძრწუნებული. თუ ივანიშვილს ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, სჯობს, წავიდეს. ქვეყნისათვის არა, მაგრამ მისთვის ასე აჯობებს. გულწრფელად ვამბობ, დღეს მასზე უკეთესად ვერავინ იმუშავებს მთავრობის მეთაურად. ის სერიოზული კაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან აქვს არასასიამოვნო განცხადებები. სხვათაშორის, მისი ბოლო განცხადება გარკვეულწილად უნდა აფიქრებდეს გარემოცვას. ადრე ამბობდა, ორ წელიწადში წავალო, ეხლა ერთ წელიწადში მიდის. რატომ ჩქარობს? მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ის პრობლემებს გაურბის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდით, ამ პოლიტიკოსებით და ამ განწყობით, ფონს ვერ გავა. ხალხი ძალიან მომთხოვნი გახდა, ხოლო პოლიტიკოსები – ამბიციურები, რაც ერთმანეთთან არის შეუთავსებელი. ჩვენ მივიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე,
ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, დღეს ქვეყნის მტერია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩასაფრების პოზიციაში იმყოფება. ქვეყნის მტრები არიან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული და გაყოყოჩებული ადამიანები, ასევე ქვეყნის მტრები არიან ივანიშვილის გუნდში ყოფნით გაბოროტებულები. აი, პრემიერ-მინისტრმა ეს ყველაფერი ერთად დაინახა. ხალხს, რომელმნაც მისი ავტორიტეტით ყველაფერი მიიღო, არავიტარი პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
– ბატონო თემურ ზოგადი საუბარი ცოტა იოლია. მოდით, ფაქტებზე გადავიდეთ. რატომ არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი უპასუხისმგებლო?
– ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან სერიოზული დასკვნების გაკეთება მოუწევს, ის თავისი წინამორბედებივით ბელადად არ უნდა იქცეს. მან უნდა ჩამოიშოროს ის ადამიანები, რომელბიც მისგან ქმნიან ბელადს, თუ ამას არ გააკეთებს. გავა ცოტა დრო და ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება. ვატყობ, რომ თავად ივანიშვილსაც აქვს ბელადომანიის განწყობა. ადამიანები მას პირში ეფერებიან, ხოლო ზურგსუკან სხვა რამეს ლაპარაკობენ.
ახლა გადავიდეთ კონკრეტულ ფაქტებზე… ყველამ ვიცით, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოში ბიზნესმენებიც და სააკაშვილის მიერ ინიშნებოდნენ. დღეს სწორედ ასეთი ბიზნესმენები ასხედან ქვეყანას. მივმართავ ივანიშვილს, – ბატონო ბიძინა, საქართველოში არსებობენ ტვინით გატენილი ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ბიზნესის კეთება. მიეხმარეთ ამ ხალხს, მოაცილეთ ეს დანიშნული ავაზაკები. ისინი დღეს ჩუმად არიან და საზოგადოებაში არის ლაპარაკი, რომ მათთან გარიგებული ხართ, მათ მოძებნეს საერთო ენა. შემიძლია, ჩამოგითვალოთ 40 ბიზნესმენი, რომლებმაც თავის დროზე იყიდეს ხელისუფლების განწყობა. არ მოგიტანენ, ბატონო ბიძინა, მსგავსი ბიზნესმენები თქვენ ავტორიტეტს, პირიქით, ყველაფერს გაგინადგურებენ.
„ალიას“ საშუალებით ვიწყებ ამ ადამიანებზე საუბარს და სათითაოდ გამოვააშკარავებ ყველას. ბევრ მათგანს თავი შეფარებული აქვს ბანკებში. შეგახსენებთ იმასაც, რომ თქვენ დაპირდით მოსახლეობას და ჯერჯერობით ვერ გააკეთეთ, ვერ დასაჯეთ ეს ყაჩაღები, რომლებიც ნამდვილ ბიზნესსა და მეწარმეობას კლავენ. გასაქანს არ აძლევენ, ჩაკეტილი აქვთ კარი. მოგმართავთ, გახსნათ ეს კარი. არ ვამბობ, ციხეებით გაავსოთ ქვეყანა, მაგრამ ახალი აზროვნების ბიზნესმენები რომ უნდა წამოვიდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. თქვენ, ალბათ იცით, რომ ბანკებმა გაანადგურეს ქვეყანა.
– ბატონო თემურ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა და ბიზნესმენებს შეხვდა, ისინი დაბნეულები იყვნენ და ყველაფერზე თანხმობას აცხადებდნენ, ფასების დაწევაზეც სამართლიანობის აღდგენაზეც მიტაცებული ქონების დაბრუნებაზეც, მაგრამ გავიდა ცოტა დრო, მოვიდნენ აზრზე და ისევ „აიშვეს“
– გიდასტურებთ. მე ფაქტებს დავდებ და ყველაფერს გავამყარებ. ივანიშვილი მოსახლეობას დაპირდა, მაგრამ სიტუაცია ვერ შეცვალა. მე მესმის, რატომაც… ეს ქვეყანა პოლიტიკური პანიკის პირობებში ცხოვრობს, – ვაიმე, ამერიკა რას იტყვის, გადასულია ივანიშვილი პასუხების რეჟიმში, მარტო იმას ცდილობს, ვის რა პასუხი გასცეს. ასე სპეციალურად გაუკეთეს. ეს ადამიანი თავისი დროის 99% ხარჯავს რაღაცის მტკიცებაში. მას ეგონა, ამერიკელები ეგრევე გვერდით დაუდგებოდნენ, ხოლო რუსეთი აღარ შეუქმნიდა პრობლემებს. უცხოეთში ვისაც ივანიშვილის პოლიტიკა არ მოსწონს, მის გაფუჭებას აპირებენ ასეთი კუთხით. შეიძლება თქვას, რას გადამეკიდა თემურ შაშიაშვილიო, მაგრამ მე კი არ გადავეკიდე, მინდა, ქვეყანა გამოვიდეს რთული მდგომარეობიდან.
ჩვენში გამოჩნდნენ მილიონერი ბანკირები, ზედა ეშელონებში ზოგიერთის ხელფასი აქვს 80 000 ლარი. ეს იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. გეკითხებით, რა ეკონომიკა აქვს ისეთ ქვეყანას, რომ ადამიანმა ასეთი ხელფასი დაინიშნოს. რატომ უშვებთ ამას, ბატონო ბიძინა?.. მეტიც, ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული ადამიანებს ბანკებთან სააკაშვილის პირობებში. მე პირადად ავიღე 16% -იანი სესხი, ეხლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გამახარეს 24% თანაც ისე, რომ საერთოდ არაფერი უკითხავთ. ვეკითხები, – საიდან, როგორ, რატომ აკეთებთ ამას-მეთქი?.. მპასუხობენ. 1 ივლისიდან სხვა კანონი შევიდა ძალაში და უნდა გადაიხადოთო… ამერიკაში მოქალაქე იღებს 3-4% სესხს და მე ივანიშვილის ხელში 24-30% -ს ვიხდი. არ ვიცი, შეიძლება ესეც არ იცით, ბატონო ბიძინა. აიღეთ გაზეთი და წაიკითხეთ, როგორ ავარდა საპროცენტო განაკვეთი. კერძო გამსესხებლებთან 12%-მდე ავიდა უკვე, ნაცნობ-მეგობრობა არ უნდა, გაზეთებში ქვეყნდება ოფიციალურად, ყოველთვიურზეა ლაპარაკი. მე თვითონ მაქვს აღებული, კატასტროფაა ეს ყველაფერი, 10% რომ იყო სააკაშვილის დროს. თქვენ რომ შეგხვდნენ ბანკირები, რას დაგპირდნენ, ძირს გამოგითხრითო? ფაქტია, რომ ძირს გითხრიან. აქ ისეთები არიან ჩამოსული უცხოეთიდან, თქვენი წარმატება არ აწყობთ.
გადავიდეთ სხვა თემაზე. 24 ივნისს ჩემთან 40 კაცი იყო ჩამოსული ზესტაფონიდან. ესენი არიან რიგითი ადამიანები, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს,. იმ ქალაქშიმერაბსამადაშვილი როგორ უნდა ბოგინობდეს „მოქალაქეთა კავშირიდან“ მოყოლებული? ეს ადამიანი არის ყოფილი „მხედრიონელი“ რომელიც მთელს რაიონს აზის თავზე. მას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ვაკრიტიკებდი. ბატონო ბიძინა, იცით, რას ამბობს ეს 40 კაცი? თითქოს თქვენს ინტერესებში შედის, სამადაშვილი რომ ასე იქცევა.
– საიდან ასაბუთებენ, რომ სამადაშვილის ბიზნესი ივანიშვილის ინტერესებში შედის?
ამას ასაბუთებენ იმით, რომ როდესაც ხალხი აპროტესტებს, პოლიცია არბევს. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ საბჭოთა პერიოდში სილიკონმანგანუმი იყრებოდა რამდენიმე ადგილას, მაშინ ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ ეს ღირებული რაღაც ყოფილა. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ბაზარიც არის აშენებული, მიხეილ სააკაშვილმა მისცა სამადაშვილს, დღეს იქ, ერთი მილიარდის პროდუქცია დევს. მეუბნებიან, უფრო მეტიც არისო. მაგრამ იყოს მილიარდი.
ტრადიციულად, სამადაშვილთან დაკავშირებული იყო შევარდნაძის ოჯახი, ხოლო შემდეგ სააკაშვილის ბიძა და მისი ოჯახი. ახლა მე მინდა ივანიშვილი ამ ყველაფერს მოერიოს, მე გაფრთხილებთ, ბატონო ბიძინა, თქვენი გარემოცვის რომელიმე წევრის გარეშე სამადაშვილი ამდენს ვერ გაბედავდა.
როცა სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, მაშინ ხელი მოაწერინა თავის მოადგილეს, ირაკლი ოქრუაშვილს და აჩუქეს ვიღაც სამადაშვილს. როცა პარლამენტარი იყო, ეგ ნიშნავდა რაიონში თანამდებობებზე ხალხს. მოვიდა ახლა ბიძინა ივანიშვილი და ეს კაცი აკეთებს იმაზე უარესს, ვიდრე აკეთებდა აქამდე, ბედავდა სააკაშვილის დროს. ახლა ამ ხალხს რომ უჩნდება ასეთი აზრი, არ არის სწორი? ღმერთმა ნუ ქნას დადასტურდეს, რომ ამ სიბინძურესთან ივანიშვილს , ან მის გარემოცვის რომელიმე წევრს რაიმე კავშირი აქვს. ისე, ტრადიციულად, სამადაშვილთან დაკავშირებული იყო შევარდნაძის ოჯახი, ხოლო შემდეგ სააკაშვილის ბიძა და მისი ოჯახი. ახლა მე მინდა ივანიშვილი ამ ყველაფერს მოერიოს, მე გაფრთხილებთ, ბატონო ბიძინა, თქვენი გარემოცვის რომელიმე წევრის გარეშე სამადაშვილი ამდენს ვერ გაბედავდა.
ვიცი, რომ ამის შემდეგ ათას უბედურებას დამაბრალებენ, მაგრამ ყველაფრისათვის მზად ვარ. შეიძლება სამადაშვილი ამ შემთხვევაში ცოდოც კია, მის უკან სხვანაირი ხალხი დგას. თუ პრემიერ-მინისტრს მათთან ბრძოლის ეშინია, მაშინ ჩემი მდგომარეობაც გაითვალისწინოს. ეს ხალხი ითხოვს მარტივ რამეს, შექმენით კომისია და შეისწავლეთ მდგომარეობაო.
ქალბატონო თეა, თქვენ ადრე ისეთი რაღაცეები ილაპარაკეთ მერაბ სამადაშვილზე, ვიფიქრე, ჩემი ხმის ამოღება საჭირო აღარ იქნება-მეთქი. ჯერ კიდებ დეპუტატობის კანდიდატმა და შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა პირდაპირ დაადანაშაულეთ ეს ადამიანი. ამიხსენით, ახლა რა შეიცვალა? …
ახლა მინდა რამდენიმე გვარი დავასახელო, დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თეა წულუკიანს, ერთ-ერთი საიმედო პიროვნებაა იმ გუნდში, მაგრამ ეხლა მივმართავ ქალბატონ თეას: თქვენ ადრე ისეთი რაღაცეები ილაპარაკეთ მერაბ სამადაშვილზე, ვიფიქრე, ჩემი ხმის ამოღება საჭირო აღარ იქნება-მეთქი. ჯერ კიდებ დეპუტატობის კანდიდატმა და შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა პირდაპირ დაადანაშაულეთ ეს ადამიანი. ამიხსენით, ახლა რა შეიცვალა? … ქალბატონ თინა ხიდაშელს მივმართავ, თქვენ საოცარი რაღაც ილაპარაკეთ ტელევიზიით ამ ადამიანთან დაკავშირებით. რატომღაც მე არ მიმიწვია, არადა ყველაზე კარგად მე ვიცი ამ პრობლემების შესახებ.თქვენ თავი მოიწონეთ – მერაბ სამადაშვილი დამნაშავეა და დაისჯებაო, ახლა რა შეიცვალა? მაშინ ისე ლაპარაკობდით, მეცოდებოდა არიქა, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან-მეთქი. ქალბატონო ეკა, ბესელიას ვგულისხმობ, თქვენც ასევე საუბრობდით სამადაშვილზე. დავიჯერო, თქვენთვისაც შეიცვალა რ ამე? ზესტაფონელები მეუბნებიან, გოგი ქავთარაძე გვაიმედებს, თქვენს მხარეზე ვარო, მაგრამ არ სჯერათ, მე პირადად არ მინდა დავიჯერო, რასაც ზესტაფონში ლაპარაკობენ, დაქეიფობს და დროს ატარებსო. ჩემის აზრით, ბატონი გოგი წესიერი კაცია. ახლა ამ ოთხივე პიროვნებას მივმართავ, – შეიცვალა რამე?.. რა გჭირთ?! ეს ადამიანი მთელს რაიონს დააჯდა თავზე, შეიძლენბა კერძო მესაკუთრეების ერთმა ადამიანმა გადაუაროს და ყველაფერი დაუნგრიოს?.. როგორც იანგარიშეს და დაასკვნეს, ზესტაფონის რაიონიდან 12 მილიარდი დოლარია გატანილი ამ ყაჩაღების მიერ, ზესტაფონს ერთი თეთრი არ მოხმარებია. ყველა გამგებელი ამბობდა, მე მხოლოდ კალამი ვარ და ხელს ვაწერო, აი, მე მინდა ვიფიქრო, რომ ეს არ იცის ბატონმა ბიძინამ. 28 ივნისს 12 საათზე იწყება აქცია ზესტაფონში იწყება ბრძოლა დანიშნული ბიზნესმენების, ამ ბანდიტების წინააღმდეგ თუ ივანიშვილი არ გააკეთებს ამას, გააკეთებს ხალხი.
ქალბატონ თინა ხიდაშელს მივმართავ, თქვენ საოცარი
რაღაც ილაპარაკეთ ტელევიზიით ამ ადამიანთან დაკავშირებით. რატომღაც მე არ მიმიწვია, არადა ყველაზე კარგად მე ვიცი ამ პრობლემების შესახებ.თქვენ თავი მოიწონეთ – მერაბ სამადაშვილი დამნაშავეა და დაისჯებაო, ახლა რა შეიცვალა?
შემდეგი თემა იქნება დანიშნული ბიზნესმენის – ბეჟუაშვილის საქმე. თვითმფრინავი რომ იყიდა საკუთრად და დღეს პარალმენტში ზის, მისი ძმა კიდევ დაზვერვაშია. რომელ დაზვერვაზეა ლაპარაკი, დააქციეს ქვეყანა. ვინ უნდა დაზვეროს, ამათ?! ირგვლივ უმძიმესი მდგომარეობაა. ესენი კიდევ ამ ფონზემდიდრდებვიან. გავჩუმდეთ? არა…
სხვათაშორის, მერაბ სამადაშვილს ლიცენზია არ გააჩნია, უფრო სწორად, ყალბი ლიცენზიით მოქმედებს, მისიდედანი ვერ მოვიძიეთ ბუნებაში. ეხლა იძახის, დაიკარგაო, მე დღეს გადავდგი გადამწყვეტი ნაბიკი. არ ვიცი, ყოველივეს როგორ მიიღებს პრემიეე მინისტრი, მაგრამ მაინც მივდივარ ამ ბრძოლაში, დავდებ ფაქტებს და გამოვააშკარავებ დანიშნულ ბიზნესმენებს.
ესაუბრა გელა ზედელაშვილი






