(ივერონი) თემურ შაშიაშვილი იმედოვნებს ხელისუფლება არჩევნებს, გაყალბების გარეშე ჩაატარებს

 

iveroniკოალიცია “ერთსულოვნებამ” პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
როგორც კოალიციის წევრებმა დღეს “ივერონის” პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადეს, კოალიციამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ქვეყანაში არჩევნების გაუყალბებლად და სამართლიანაად ჩატარებას უზრუნველყოფს.
კოალიციის წევრების განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა იმისა, რომ არჩევნები გაუყალბებლად ჩატარდეს, აღნიშნული კანონპროექტის გათვალისწინებით, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდება.
“ერთსულოვნებამ” საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინანდადებით მიმართა და წარუდგინა პროექტი, საქართველოს ორგანულლი კანონის -საქართველოს საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
“ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კოალიცია “ერთსულოვნების” მიერ შემუშავებული “ტექნოლოგიურ-პროცესუალური” პროექტის დანერგვისა და განხორციელების შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება გაყალბების გარეშე გახდება შესაძლებელი. ამ პროექტის განხორციელებით, არადემოკრატიულად და არასამრთლებრივად ჩატარებული არჩევნების ნაცვლად, შესაძლებლობა იქნება ისეთი არჩევნების ჩატარებისა, სადაც ელექტორატზე არანაირი მორალურ-ფსიქოლოგიური ან სხვა სახის ზეწოლას ადგილი ვერ ექნება,”- განაცხადა”ერთსულოვნების” თავმჯდომარემ მიხეილ ანდღულაძემ.
ამასთან, კოალიციის ერთ-ერთი წევრი, თემურ შაშიაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და არჩევნებს, გაყალბების გარეშე ჩაატარებს.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *