ბრძოლა ზესტაფონისათვის

 

  • მოაზროვნე და მამულისმოყვარული ზესტაფონლები დიდ  ბრძოლას იწყებენ ზესტაფონის გადარჩენისათვის. 
  • ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის.

wiaturaროგორც ჩანს, ბევრისთვის პატრიოტიზმი და ბრძოლა საქართველოსათვის პარლამენტში მოხვედრისთანავე, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მთავრდება..

ამის კარგი მაგალითი ზესტაფონია სამადაშვილისა და მისი მაფიოზური კლანის წინააღმდეგ ბრძოლით პარლამენტსა და თანამდებობებზე მოხვედრილნი – კარგად შეერწყნენ ფერომაფიას,  მისი მფარველნი გახდნენ… აღარ ახსოვთ არც ზესტაფონი, არც საქართველო, არც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი…

ჭკვიანური და სწორი შეფასება გააკეთეს ზესტაფონელებმა, როცა თქვეს, რომ ქვეყნის ბიზნესი დღეს თითქმის მთლიანად ეკუთვნის სოლომონ ისაკიჩებს, რომლებიც გარდამავალ პერიოდში არნახული ფულით, არნახული სიჩქარით შობენ ყვარყვარეებს. 

ყვარყვარიზმის ეპოქის ზეპირსიტყვიერების შედევრია დღევანდელი ერთ-ერთი გამგებლის ნათქვამი   – მე ავტოკალამი ვარო. რაზეც მის მოადგილეს კვერი დაუკრავს – მე კიდევ ფურცელიო. ერთი ფანქარია, მეორე – ფურცელი. იქ, სადაც სოლომონ ისაკიჩია, არ არის გამგებელი,  არ არის პოლიციის უფროსი, არ არის პროკურორი… არის სოლომონ ბატონის მიერ დასმული ყვარყვარეს კლონი, ნამდვილ ყვარყვარეზე გაცილებით უსუსური და ამაზრზენი, ფულიანი ბატონის მონა და ლაქია.

ქვეყნის დამანგრეველ ამ განწყობას წერტილი უნდა დაესვას

ეს არის მოზროვნე ზესტაფონელთა განწყობა: დაიწყო მოძრაობაზესტაფონის გადარჩენის კომიტეტისშექმნისათვის იგი მოსამზადებელი მუშაობის დამთავრებისთანავე ორი კვირაში შეიქმნება დიდ სახალხო შეკრებაზე… 10 დღის შემდეგ გამოვა გაზეთი-მოწვევის ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება რაიონში არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზი…

ეს გაზეთი დიდი მოწოდება იქნება მთელი საქართველოსათვის, რათა ყველა ქალაქსა და რაიონში დავიწყოთ ბრძოლამოქკავშირაღორძინებანაცმოძრაობისმიერ დანიშნული ნომენკლატურული ბიზნესმენბის წინააღმდეგ

ეს იქნება ბრძოლა მამულისათვის,  ბიზნესში გალაღებული ნუვორიშებისა და პოლიტიკაში გადავარდნილი მედროვეების ეპოქის დასრულებისათვის.

ზესტაფონი მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებს:

ბიზნესის და პოლიტიკის მედროვეთა მარწუხებისაგან  განთავისუფლება არის საქართველოს მომავალი, …  ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის,… ეს არის გზის გახსნა ქართული ცნობიერების უჭკვიანესი  უამრავი ადამიანისათვის, რომელთაც ვითომ ქართველმა უცხოეთის  ემისრებმა  წინსვლის და ქვეყნის მსახურების გზა დაუხშეს.

ზესტაფონლები თვლიან, რომ მათი ეს განწყობა ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი თანადგომა და არ ეჭვობენ, რომ მათ ექნებათ პრემიერის დიდი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის შექმნისადმი მიძღვნილი სახალხო შეკრების მოწვევა – გაზეთის პირველ ეგზემპლიარსაც მას გაუგზავნიან.

ზესტაფონლები თვლიან, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა  დაასრულა ქართველ ხალხზე ნაცებისბატონობა და მას ყველაზე უკეთ შეუძლია იმის დასრულება, რაც დღემდე ვერავინ შეძლო ბიზნესში მეჯღანუაშვილების  და პოლიტიკასში ყვარყვარეების  დასრულება. ისინი ღრნიან ქართულ სულს, ებრძვიან სახელმწიფოს, წამებაში ჰყავთ ხალხი, მონობაში გამგებლები, მერები, გუბერნატორებ, არაერთი მინისტრი და მაღალჩინოსანი და, რაც ყველაზე გამაოგნებელია, რეალურად ებრძვიან ახალ ქართულ სახელმწიფოს.

უნდა ითქვას: ყოველგვარი  გადაჭარბების  გარეშე  ეს არის ნამდვილი ბრძოლა ზესტაფონისთვის, ეს არის ბრძოლა ქართული სულის დაბრუნებისათვის მეწარმეობაში.

მეც ასეთი საბრძოლო განწყობით დავბრუნდი ზესტაფონიდან.

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

30.06.2013

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *