(for.ge)თემურ შაშიაშვილი ქუთაისში მომხდარი ინცინდენტის შესახებ

qutaisi„მე არ ვიცი, ინციდენტისას რა მოხდა, მაგრამ პრეზიდენტს, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ქვეყანას და გუშინ რა განცხადებაც გააკეთა ბრიუსელში, არცერთ ქუჩაზე გავლის უფლება არ უნდა მიეცეს. მან თქვა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ჩამორჩენილი და კორუმპირებული ქვეყანა იყოო. ამიტომ, ის პრეზიდენტი კი არა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც აღარ არის. ყველა რაიონი, სადაც მას მძიმედ არ შეხვდებიან, საკუთარ თავს მიაყენებს შეურაცხყოფას. მან შეურაცხყოფა მოგვაყენა, როცა მიწაზე ფორთხავდა“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, ზუსტად სამი წლის წინ, 19 დეკემბერს ქუთაისში ააფეთქეს მემორიალი, რასაც დედა-შვილი შეეწირა. ამდენად, დღევანდელ დღეს ქუთაისში არ უნდა ჩასულიყო პრეზიდენტი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ააფეთქეს მემორიალი.

„ეს ქუთაისლების შეფურთხება იყო. ჩამოვიდა და ლანძღა „ქართული ოცნება“, იმდენი შეცდომა დაუშვა ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“, რაც ცხრა წელიწადში არ გაგვიკეთებიაო. შეურაცხყოფილი ვარ, რომ ქვეყანას ჰყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველოში უნდა დამთავრდეს პრეზიდენტის პარპაში. ხელმოწერები 300 ათასის ფარგლებშია“, – გვითხრა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *