(საქართველო და მსოფლიო) “თეთრების” პოზიცია

 

temuri1პარტია “:თეთრების” პრეზიდენტობის კანდიდატს პოლიტიკური საბჭო 11 ივნისს შეარჩევს.

პროფესორ მერაბ ჯიბლაძის გამცხადებით თუ ისეთი გვინდა ვიყოთ, როგორიც დღეს ვართ, ასეთ ქვეყანას არც პრეზიდენტი სჭირდება, არც პარლამენტი. ვიმართებით გარედან  და პირდაპირ ვთქვათ: ეს არის 21 საუკუნის ტიპიური კოლონიური ქვეყანა“

პოლიტიკური საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნისპრეზიდენტი უნდა იყოს გამოცდილი პოლიტიკოსი; უარყოფითი შეფასება მისცეს დახურული შეხვედრების პრაქტიკას. ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეხვედრა არის  მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილის გაგრძელება -ემსახურება ცალკეული პოლიტიკური ძალების გავლენის გაძლიერებას უფრო მეტად, ვიდრე საქვეყნო საქმეების გადაწყვეტას.

პარტიის თავმჯდომარემ, თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა: “  მინდა ვიფიქრო, რომ ხალხის ეს მძაფრი განწყობა ესმის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ კოალიციას, თუმცა ვეჭვობ,რადგან მოქმედებებში ეს არ ჩანს. მხოლოდქვეყნის მოჭირისუფლე გაუბედავს დღეს ბატონ ბიძინას იმ სიმართლის თქმას, რაც რეალურად ხდება.

„ჩვენ ვფიქრობთ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც არც მორჩილი იქნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და არც მასთან დაპირისპირებული, მაგრამ ამავე დროს, და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულია, რომ მისი პროგრამის გამოკვეთილი ნაწილი იყოს იმ პოტენციალის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც რეალურად გააჩნია დღევანდელ პრემიერს“

იხ. სრულად: „თეთრების პოზიცია: „ასეთ ქვეყანას არც პრეზიდენტი სჭირდება და არც პარლამენტი 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *