(თაიმერი)”თეთრები” პრეზიდენტობის კანდიდატს ირჩევენ

პარტია “თეთრებში” პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის დასკვნითი ეტაპი დაიწყო. რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდება და ხუთშაბათს პარტიის პოლიტიკური საბჭო სრული კონსესუსით მიიღებს გადაწყვეტილებას.

“თეთრებს” მიაჩნიათ,რომ ქვეყნის სტაგნაციის ერთ– ერთი მიზეზია  განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, რაც მოქალაქეთა კავშირისა და მისი გენერალური მდივნის, მიხეილ სააკაშვილის დიდი ძალისხმევით მიენიჭა საქართველოს, რასაც სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც ეგუება:

“ხალხს გვგონია, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, ხელისუფლება თვლის, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა, ჩვენი “პოლიტიკური მეგობრები” თავისი ქმედებებით გვეუბნებიან, რომ ვართ ნეოკოლონიური ქვეყანა.”- აცხადებენ პარტიაში.

როგორც პარტიის წევრები განმარტავენ, შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარება მოითხოვს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს გამოცდილი პოლიტიკოსი და უნდა დაესვას წერტილი ქვეყანაში ბელადომანიას და დანიშნული პოლიტიკოსების ეპოქას, რაც დამღუპველი პრაქტიკაა.

პარტიის თავმჯდომარის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ იყოს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

“ამ გზაზე სვლა კი იწყება იმით, რომ ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა ხელისუფლება, რომელიც გარედან არ მოიმართება. ამის მიღწევა მხოლოდ მძლავრი, 21-ე საუკუნის შესაბამისი ჭეშმარიტი, არა მოჩვენებითი, არა ფსევდო -ეროვნული მოძრაობით არის შესაძლებელი. დროა საქართველოში დავდგეთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, იმ ხალხთან ერთად, ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს და განწყობილია ბრძოლისათვის. საპრეზიდენტო არჩევნებმა ეს უნდა დაადასტუროს”. – განაცხადა შაშიაშვილმა.

 

იხ. სრულად „თეთრების პოზიცია: „ასეთ ქვეყანას არც პრეზიდენტი სჭირდება და არც პარლამენტი 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *