“სააკაშვილი КГБ – თი იწყება” … არ არსებობს КГБ – ს ყოფილი აგენტი: ერთხელ გახდი – სიცოცხლის ბოლომდე რჩები… შეიძლება ორმაგი გახდე

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ირაკლი კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც “გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა კგბ-სთან 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე რომ 1980-იან წლებში საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და კგბ-ს ჯარში ლეიტენანტის წოდება ჰქონდა…”
ირაკლი კაკაბაძე სამართლიანად მიიჩნევს, რომ “მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის სრული ბიოგრაფია და ახლა როცა მისი მომხრეები აქეთ სხვებს ადანაშაულებენ ათას რამეში, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს – ამ ბიოგრაფიის კაცს რამდენად შეუძლია რომ იყოს პოლიტიკაში საქართველოში. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს – მათს შორის 2008 წელს მიშას მიერ საქართველოს მეხუთედის ჩუქებას რუსეთისათვის. ეს ახსნა მის ბიოგრაფიაშია. მიშას და გია ნოდიას დაფინანსებულ ტროლებს წინასწარ ვაფრთხილებ რომ არ შეიწუხონ თავი საკუთარი მოღვაწეობით – მათ ფულზე გაყიდულ კომენტებს წავშლი – დაიღალა ქართველი ხალხი 10 წლის გაუთავებელი დეზინფორმაციით!”
პარტია “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ჯერ კიდევ 1997 წლიდან ხმამაღლა აცხადებდა და რომ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება;
დოკუმენტური ფილმი “მიშა”, რომელიც სააკაშვილის კაგებეს-თან კავშირს ადასტურებს “თეთრებმა” ჯერ კიდევ 2010 წლის გაზაფხულზე წარმოადგინეს. პარტიის ოფისში საგანგებოდ მოეწყო საჯარო ჩვენებები პრესის წარმომადგენელთათვის.
იმავე წელს ცნობილმა ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ უკრაინაში ყოფნისას მიმართა კიევის ტარას შევჩენკოს უმაღლესი სასწავლებლის რექტორს თხოვნით მისთვის გაეცათ სტუდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმე, რაზეც უარი მიიღო. იმ მოტივით, რომ სააკაშვილის თანხმობის გარეშე მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენის უფლება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა. (აქვე წარმოგიდგენთ ჟურნალისტისა და უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის მიმოწერას)
ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე “ნაციონალური” ხელისუფლებიდან სასტიკი ზეწოლის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და მრავალშვილიან ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გადახვეწილიყო.
ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან “მიშა”



