(კვირის ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: “27 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება’ გაერთიანდებიან.

 

tem.1“ახალი თაობა” :  ბოლო დროს გიორგი მარგველაშვილი ხმამაღლა ალაპარაკდა თავის ნაციონალ მეგობრებზე. ახლახან ნიკა რურუამ თქვა, ჩემი მეგობარიაო. აქამდე ხმას არ იღებ¬დნენ და ახლა რამ აალაპარაკათ?

_ იმან, რომ კოაბიტაციის დასასრული მოახლოვდა. 27 ოქტომბერს მართლა მთავრდება კოაბიტაცია. ნაციონალები და ოცნება ერთმანეთს შეერწყმებიან. 2004 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ფორმალურად ჩატარდა. იმიტომ, რომ სააკაშვილი უკვე დანიშნული იყო პრეზიდენტად. ყველა დაიმალა მაშინ და მე პრეზიდენტად ვიყარე კენჭი. მინდოდა, ხალხთან პატიოსანი ვყოფილიყავი. ვიღაცა კი სააკაშვილს აფინანსებდა, სახელმწიფო გადატრიალება რომ მოეხდინა. მე ხალხს ვეუბნებოდი, რაც იყო სააკაშვილი. ესენი კი მას აქებდნენ და კვარცხლბეკზე აჰყავდათ. დღეს ეს ხალხი გველაპარაკება, თურმე ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია და ყველაფერი კარგი ადეიშვილი ყოფილა. ნამდვილად არ მეგონა, თუ ბიძინა ივანიშვილი ასე მოიქცეოდა. სამწუხაროდ, მისი არც ერთი დაპირება არ შესრულებულა უფრო სამწუხაროა, რომ ის თავდაჯერებით ამბობს, ყველაფერი შეგისრულეთო.

“ახალი თაობა” .  იქნება გარემოცვა ატყუებს?

_ არა მგონია. თავად თქვა, მე არავის გავლენის ქვეშ არ ვექცევი და ყველაფერი ვიციო. თუ ყველაფერი იცის, ეცოდინება, რომ დანაპირები არ სრულდება. ეს კიდევ უფრო უარესია. ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ რაღაც განსაკუთრებული არ გააკეთეს, მძიმე გაზაფხული იქნება.

“ახალი თაობა” . – რა მხრივ იქნება მძიმე?

_ პირველ რიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით. საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა. ოღონდ ამას პოლიტიკოსები კი არ მოვითხოვთ, პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაინიშნება. არ უშველის მაგას პლასტელინის კაცი.

 

იხ. სრულად თემურ შაშიაშვილის ინტერვიუ “ახალ თაობას”

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *