შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან

iliaნათლისღების წინასადღესასწაულო  დღეებში „თავისუფლების სახლისა“ და ტელევიზია ქართულის“ „მეგობართა დარბაზმა“ მიმართვა გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თხოვნით, აკურთხოს რამდენიმე ეროვნული პროექტი, რომელთაც, ავტორთა აზრით უდიდესი მნიშშვნელობა აქვთ დღევანდელი საქართველოსთვის და რომლებიც, მიმართვის ავტორების თქმით, პატრიარქის ეპისტოლეებისა და ქადაგებების გავლენით არის შთაგონებული და შექმნილი.

გუშინ, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე, პატრიარქმა მიიწვია  ბატონი რეზო ჩხეიძე. შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა და რეგიონალური განვითარების მინისტრები ბატონები ნოდარ ხადური და დავით ნარმანია, აკადემიკოსები თამაზ გამყრელიძე და ფრიდონ თოდუა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჯონი აფაქიძე,  პოლიტიკოსი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თემურ შაშიაშვილი, ავღანელთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური.  ყურადღება გამახვილდა ორ პროექტზე:

„საქართველო დაჭრილი მზეა  საქართველო გაბრწყინდება“. გრიგოლ რობაქიძის  ფრაზის მიხედვით შექმნილი ეს პროექტი მოიცავს დოკუმენტურ ფილმებს. რომლებშიც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდება იმის შესახებ,  რა მისცა საქართველომ და ქართველმა ერმა თავისი არსებობის მანძილზე მსოფლიო ცივილიზაციას…

პატრიარქთან შეხვედრაზე ითქვა ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა  მსოფლიო კონგრესის მოწვევის აუცილებლობის თაობაზე.

„ჯარისკაცის მამა“ 50 წლისაა“  – საქართველოში საპატრიარქოს მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნოს ქართული და მსოფლიო კინოშედევრის იუბილე… ხაზგასასმელია, რომ მისი აღნიშვნა გადაწყვეტილი აქვს იუნესკოს. პროექტის ავტორებს სურთ, რომ ბატორი რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ორი ფილმი, XX საუკუნის „ჯარისკაცის მამა“  და XXI საუკუნის დასაწყისის „ქრისტეს საფლავზე დანთებული სანთელი“, რომელსაც ავტორი ეხლა ასრულებს,  ერთ დიდ ეროვნულ პროექტად იქცეს.

რამდენიმე თვეში მოხდება ამ პროექტების განხილვა საპატრიარქოში მთავრობის წევრებისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით.

პატრიარქმა მოწონება და მხარდაჭერა გამოხატა აღნიშნული პროექტების მიმართ და თავის მხრივ, სთხოვა ბატონ რეზო ჩხეიძეს, რათა შეიქმნას დოკუმენტური ფილმების ციკლი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე. ილია მეორე მიიჩნევს, რომ დღევანდელ საქართველოში ადამიანთა განწყობა ძალიან აქტუალურია.

პატრიარქთან შეხვედრის შემდგომ, ბატონ რეზო ჩხეიძის მოწვევით შედგა „მეგობართა დარბაზის“ კონგრესის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნა პატრიარქთან შეხვედრის დეტალები, ასევე კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ: პროფესორი ჯონი ჯანელიძე, ცნობილი ხელოვანი, მუსიკოსი თათუზა ყურაშვილი; არქიტექტორი მერაბ ანდრონიკაშვილი, ხელოვნებათმცოდნე ეკატერინე ყიფიანი; დიპლომატი თამთა ბერიაშვილი; იურისტი ხათუნა ჩარკვიანი; პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე. ამ ჯგუფის კოორდინაცია ბატონმა რეზო ჩხეიძემ თხოვა ბატონ ჯონი ჯანელიძეს.

ბატონმა რეზო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქის მხარადჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გადაწყდა, რომ ბატონი რეზო ჩხეიძე  „მეგობართა დარბაზის“  სხვა წევრებთან ერთად შეხვდება და „თავისუფლების სახლის“ პროექტებს გააცნობს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმდომარეს, ასევე ყოფილ პრემიერს  ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

 

პრესცენტრი

20.02.2014წ

თავისუფლების სახლისა“ და ტელეკომპანია „ქართულის“ “მეგობართა დარბაზის”მიმართვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *