რეზო ჩხეიძის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

mimartva

 

მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს

 

ბატონო პრეზიდენტო,

უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თქვენი გამოსვლა პარლამენტში გახდეს კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი კანონმდებლებისათვის ბავშვების, ქალბატონებისა და მოხუცების, წინა ხელისუფლების უსამართლობისაგან უცხოეთში გახიზნულთა სასჯელისაგან განთავისუფლების საკითხისა, რომლის თაობაზე წერილით მოგმართეთ გასული წლის 16 დეკემბერს.

კონკრეტიკისათვის, თავს უფლებას მივცემ, მცირე ამონარიდი მოვიყვანო ზემოხსენებული წერილიდან: „…ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საერთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან“.

 

თქვენი აღმატებულების სახელმწიფოებრივი

სიბრძნისა და კაცთმოყვარეობის იმედით,

მშვიდობის ელჩი

რეზო ჩხეიძე

06.02.2014წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *