“თეთრების” საიტის ადმინისტრაციის პოზიცია

 

Снимок 11პარტია „თეთრების“ საიტი ერთ-ერთი ყველაზე, თუ ყველაზე უფრო მეტად არა,  მაღალრეიტინგულია ანალოგიური მიმართულების საიტებს შორის. საიტზე შემომსვლელთა  უმრავლესობის კომენტარები და გამოხმაურებები პოზიტიური ხასიათისაა. არის აგრეთვე გარკვეული კითხვებისა და სადისკუსიო თემების შემცველი მოსაზრებებიც.

იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებს გაუადვილდეთ ორიენტაცია და კონკრეტული მასალების მოპოვება, პარტია “თეთრებისა” და მისი ლიდერის, ბატონ თემურ შაშიაშვილის, მსოფლმხედველობრივი  და პოლიტიკური შეხედულებების, სახელმწიფო მშენებლობის თაობაზე, გადავწყვიტეთ კონცენტრირებულად წარმოგვედგინა ამ მიმართულებით ჩვენს ხელთ არსებული მასალები.

აქვე გვსურს განვაცხადოთ. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი პილიტიკოსი დროის გარკვეულ პერიოდებში სად იდგა, ჩვენის მხრივ, ვაქვეყნებთ ქვემოთ მოცემულ მასალას.

თემურ შაშიაშვილი: არ იყო ადვილი 

არ იყო ადვილი,1990 წლის აგვისტოში დამეწერა “ლიტერატურულ საქართველოში”-“კომპარტიამ უარი უნდა თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე,დაუთმოს ასპარეზი ეროვნულ ძალებს თქო”….

არ იყო ადვილი,1997 წლის 13 ივნისს,საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მეთქვა:საქრთველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული და პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლით მდგომარეობა არ შეივლება თქო”……

არ იყო ადვილი-2000 წელში პრეზიდენტისთვის 1000 კაციან [მთელი ხელისუფლება იჯდა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე] მეთქვა:დასვით ამ დარბაზში წესიერი ხალხი და ქვეყანა აღმავლობით წავა თქო”…..

არ იყო ადვილი -2002 წელსი ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ჩამეტარებია კონფერენცია პრეზიდენტის,მთავრობის,პარლამენტის მონაწილეობით თემაზე –“კრიზისმა ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია-ასე ცხოვრსბა აღარ შეიძლება”….

არ იყო ადვილი სააკაშვილისათვის 1997 წელში საჯაროდ მეწოდებია -“არასერიოზული,გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში “,2001 წელში ინგა გრიგოლიას გადაცემაში მეთქვა-“საცოდავი საქართველო თქვენნაირი მინისტრების ხელში”..

.არ იყო ადვილი ჩავრთულიყავი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,როცა პრეზიდენტი ამს-რუსეთის შეთანხმებით დანიშნული იყო,შემომევლო საქართველო და მეთქვა: ” ნუ ირჩევთ კაცს,რომელიც ებრძვის საქართველოს თქო”…

არ იყო ადვილი ის,რაც სახალხო კრებაში საკუთარი სიცოცხლის ფასად გავაკეთეთ”-არც ის არის ადვილი,რასაც თქვენს მიერ კომენტირებულ წერილში ვამბობ”,მაგრამ ჩვენთვის მთავარია -“ბრძოლა საქართველოსათვის და არა სკამისათვის,რომლის მიღება შეუძლებელია სიმართლით და უადვილესია ივანიშვილისადმი მონური ერთგულებით  https://www.facebook.com/photo.php?fbid=255012061277137&set=a.255012011277142.49779.100003050343517&type=1&theater

არ იყო ადვილი „დემოკრატიული“, ელიტური, ზეცენტრალიზებული, კლანური კორუფციის ეპოქებში არ ავყოლოდი „დროის მოთხოვნას“, ცდუნებას და შემენარჩუნებინა სისუფთავე – 1997 წელს დამეწერა ხელწერილი, რომლის გამოც დიდი პრობლემები შემექმნა მთელს სახელისუფლებო სისტემაში (ლინკი)

არ იყო ადვილი, მიმეღო ქუთაისის მეცნიერთაა და ხელოვანთა გარკვეული ჯგუფის წინადადება და ჩავრთულიყავი ქალაქის მერის არჩევნებში, როცა ვიცოდი, რომ ვუპირისპირდებოდი სოროსულ და “თვისუფლების ინსტიტუტის” ფინანსურ ოლიგარქიას, “მოქკავშირ”-  “ნაცმოძრაობის”  დროს გამდიდრებულ ადგილობრივ კრიმინალურ მაფიას, ერთი უცხოური ცენტრიდან მართვად ორ პოლიტიკურ ძალას – “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას”  – პრაქტიკულად მთელს სახელისუფლებო ვერტიკალს მაშინ, როცა კარგად ვიცოდი, რომ არჩევნებს ატარებდა სპეცსამსახურები, ძირითადად უშიშროება. ისიც ვიცი, რომ არც იმ ათასობით ადამიანისათვის იყო ადვილი ჩემთვის გამოეხატათ მხარდაჭერა.

ვისაც გულწრფელად სურს, გაიცნოს „თეთრების“პოზიცია, ვისაც ასევე გულწრფელად სურს, გაეცნოს ჩემს შეხედულებებს და ვისაც გულწრფელად სურს „თეთრებთან“ და პირადად ჩემთან საგნობრივი კამათი, ვიწვევ ჩვენს საიტზე tetrebi.org, საიტის ჩემს კონკრეტულ გვერდზე – „პარტიის თავმჯდომარე“

 

პარტია “თეთრების” საიტის ადმინისტრატორი

ირინა ჯიბლაძე

24.07.2014წ

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *