ვიფიქროთ საქართველოზე და არა სახელისუფლებო სკამებზე

 

დავით გველესიანის, ლეონ ფირცხალავას და თემურ შაშიაშვილის განცხადება

 

news_35165დღეს, 29 სექტემბერს, ვადასტურებთ საინიციატივო ჯგუფის „დავიბრუნოთ საქართველო“ პოზიციას, რომელიც ჩამოყალიბებულია სექტემბრის ჩვენს განცხადებაში.

კიდევ ერთხელ გამოკვეთილად და ხაზგასმით ვამბობთ : „ქართული ოცნება“  ვალდებულია ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავზე, 2014 წლის პირველ ოქტომბერს, ანგარიში ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას.

ბატონო ხელისუფალნო, თქვენ ხალხს დაპირდით სამართლიანობის დადგენას, დაპირდით საარსებო მინიმუმს, დაპირდით საბანკო პრობლემების მოგვარების სისტემას, დაპირდით წართმეულის დაბრუნებას, დაპირდით კიდევ ბევრ რამეს.

პირველ ოქტომბერს, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლიდან ორი წლის თავზე ჩააბარეთ ანგარიში ხალხს.

როგორი ფორმით უნდა მოხდეს ეს?

ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებამ ამის ფორმა თვითონ უნდა მოძებნოს. ერთი კი ნამდვილად ვიცით, რომ ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს,  როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ მთელი ოქტომბერი უნდა იყოს საანგარიშო თვე.

ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, დავაკვირდებით ამ პროცესს და ნოემბრის დასაწყისში მივცემთ შეფასებას იმას, ჩააბარებს თუ არა და თუ ჩააბარებს ანგარიშს – იქნება თუ არა ის გამომხატველი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ხალხის განწყობის. ყოველივე ამის შემდგომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით და რა მასშტაბით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენი პოზიცია ურყევია: ხელისუფლების საქმიანობა უნდა დაექვემდებაროს ხალხის კონტროლს, უნდა გამოირიცხოს ამ საქმის მონოპოლიზება რომელიმე პოლიტიკური ძალისაგან, მით უფრო „ნაციონალური მოძრაობისაგან“ , რომელმაც არათუ არ შეასრულა მისი საარცევნო პროგრამები, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს,  ბრძოლა გამოუცხადა ყოველგვარ ეროვნულს, ეროვნულ ცნობიერებას.

დღეს, როცა ასე თავხედურად და გამომწვევად იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი, როცა მილიონებით ფინანსდებიან დასავლური სექტანტური ჯგუფების მსახური არასამთავრობო ორგანიზაციები და ნაცების სატელიტი პარტიები, როცა ასე თავხედურად იქცევა „რუსთავი – 2“ – უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების, საზოგადო მოღვაწეების ურთიერთობას მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენ ვთვლით, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს თვითკრიტიკული და ამავე დროს, მობილიზებული იმ ურთულესი პრობლემების დასაძლევად, რომელთა გამოც გაწამებულია საქართველოს მოსახლეობა.

ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით მმართველ პოლიტიკურ ძალას: მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ და გამოფხიზლდით.

ოქტომბრის ანგარიშმა ეს უნდა დაადასტუროს  –  უიმედობასა და დეპრესიაში ჩავარდნილ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას  – იმედი მისცეს და იმედიანი მოქმედება დაანახვოს.

ვიფიქროთ საქართველოზე და არა სახელისუფლებო სკამებზე.

 

საინიციატივო ჯგუფის სახელით

დავით გველესიანი                          ხელოვანი

ლეონ ფირცხალავა                           მეცნიერი

თეიმურაზ შაშიაშვილი                   პოლიტიკოსი

29.09.2014წ

 საინიციატივო ჯგუფის განცხადება:  “დღეს ხალხს და ქვეყანას  იმედის ხელისუფლება და პოლიტიკოსები სჭირდება

 (ვიდეო) საინიციატივო ჯგუფის “დავიბრუნოთ საქართველო” პრესკონფერენცია (29.09.2014წ)

(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *