პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი პოლიტიკური სასამართლო განჩინება

 

ბევრისთვის ეროვნული იდეა, სამართლიანობა და ელემენტარული წესიერება სკამით მთავრდება 

 

1445

თამარ კინწურაშვილმა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის რანგში ჯერ კიდევ 2005 წელს, კურიოზული უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩემთან დაკავშირებით. მე კი, ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სააკაშვილის პირველ პოლიტიკურ სასამართლო განჩინებას ვუწოდებ.

აქვე გამოვხატავ მადლიერებას ქალბატონი თამარის მიმართ იმ შეფასებებისათვის, რომელიც მან გააკეთა თავის ნაშრომში: „მართლმსაჯულების ლოგიკა სიტყვის თავისუფლება და ქართული სასამართლო პრაქტიკა“ (თავისუფლება № 3 (39), მარტი, 2005). თუმცა შემდგომ ყველაფერი ეს დაივიწყა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მუშაობის პერიოდში. ალბათ მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სრული იზოლაცია გაუკეთა სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ, სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში.

სამწუხაროდ, ეს ნაშრომი ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, რის გამოც სინანულს გამოვთქვამ, რადგან რასაც  ქალბატონი თამარი ასაბუთებს მთელი ათი წელი შევწირე და სწორედ „თავისუფლების ინსტიტუტის“ პოლიტიკური ხელისუფლების გამო ვერ შევძელი სამართლებრივად მისი დადასტურება.

ქალბატონ თამარ კინწურაშვილის ნაშრომიდან პირდაპირ თუ ირიბად, აშკარად ჩანს  ის, რასაც ვამტკიცებდი: ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურმანგანუმისა და სილიკომანგანუმის უკან იდგა (არც დღეს დაუკარგავს ეს გავლენა) მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახი (განსაკუთრებით ბიძა თემურ ალასანია), მეგობრები – ძმები ბეჟუაშვილების,  მერაბ სამადაშვილის და ბევრი სხვის (მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის)  სახით. ამაში ყველა დარწმუნდებით, ვინც წაიკითხავთ ქალბატონი კინწურაშვილის ნაშრომს.

მე კი ვაგრძელებ ბრძოლას სიბნელით მოცული პირდაპირ ვიტყვი, ამ პოლიტიკური ტერორის  ხალხის სამსჯავროზე გამოსატანად.

დღეს ჩემთვის უკვე ვარაუდი აღარ არის ორი საეჭვო ავტოავარიის  ერთი წლის განმავლობაში  (2000 წლის აპრილსა და 2001 წლის თებერვალში) იმის შემდგომ, რაც ვამხილე მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახისა და მისი გუნდის დამანგრეველი ინტერესები ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ღერძთან – ჭიათურა -ტყიბული-ზესტაფონი დაკავშირებით და განსაკუთრებით მას შემდგომ, როცა ვთქვი, რომ მონაწილეობას მივიღებდი საპრეზიდენტო არჩევნებში

ყველაფერი ამის შესახებ შემდგომში. ეხლა კი რამდენიმე დაზუსტება:

1. სათაურში ვამბობ, რომ ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი  პოლიტიკური სასამართლო განჩინება. თქვენ თვითონ განსაჯეთ: მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია შედგა 2004 წლის 20 იანვარს, ხოლო 2004 წლის 20 თებერვალს, ანუ ინაუგურაციიდან ერთი თვის შემდგომ სასამართლო ცვლის მის მიერვე ორი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას და ცვლის რადიკალურად. უფრო მეტიც, არა მარტო ბათილად ცნობს სასამართლო გადაწყვეტილებას ჩემს მიერ 1 338 000 აშშ დოლარის მოგების თაობაზე, არამედ მავალდებულებს სასამართლო ბაჟის გადახდას (5 000 ლარი),  გადაუხდელობის გამო მიყადაღებს პირად ბიბლიოთეკას, როიალს და ჭაღს… იწყებს კომისიების შექმნას ქუთაისსა და იმერეთში ხელმძღვანელობის პერიოდის შესწავლის მიზნით. მიზანი იყო ჩემი დაპატიმრება. ამას პირად საუბრებში მეუბნებოდნენ კიდეც.

2. ქალბატონი თამარი თვლის, რომ სასამართლომ ბუნდოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ქალბატონმა თამარმა არ იცის, რომ ბაჟის გადახდა მე დამეკისრა და დღემდე ეს დოკუმენტი ძალაშია აღსრულების ბიუროში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც სასამართლო ინსტანციებს, ასევე სააღსრულებო ბიუროს მივმართე ამ სულელური გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება რომ სულელური იყო, ამას ქალბატონი თამარიც კარგად ასაბუთებს.

3. ქალბატონ თამარს უკვირს, რატომ დაეკისრა სასამართლოს მიერ ასეთი დიდი თანხის გადახდა ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს. გათვლა მარტივია, ქალბატონო თამარ, მათ დაწერეს რომ მე ვფლობდი ფეროშენადნობთა ქარხნის გარკვეულ პროცენტს. ჩემი პასუხი იყო, თუ ეს სწორია, თქვენ გითმობთ ამ წილს და თუ თქვენ ტყუიხართ, ეს პროცენტი რა ღირებულებასაც შეადგენს, ის თანხა გადაიხადეთ…

დიახ, გადაიხადეთ და არა გადამიხადეთ.

სასამართლოში დევს ჩემი განცხადება,სადაც ვწერდი, რომ მოგებული თანხის ერთ თეთრსაც არ გამოვიყენებდი პირადი ინტერესებისთვის, რომ ამ თანხით დავასრულებდი ბაგრატის ტაძარს (წაიკითხეთ და კარგად ნახავთ ამ ჩანაწერს) და ამას სჭირდებოდა 1 მილიონ დოლარამდე, რომელიც შემდგომ 30-40-ჯერ გაზარდა მიხეილ სააკაშვილმა (დასკვნა თქვენთვის მომინდია, კორუფცია დგას ამის უკან, თუ ასე გაძვირდა 7-8 წლის განმავლობაში მშენებლობა საქართველოში)… დარჩენილ თანხას სრულად  ვუნაწილებდი ზესტაფონისა და იმერეთის მასწავლებლებს, კულტურის მოღვაწეებს, სპორტსმენებს, გაჭირვებულ ადამიანებს (კიდევ მეტს ამოიკითხავთ ჩემს განცხადებაში).

 კარგი იქნება, თუ ამ საქმით დღეს დაინტერესდება ადვოკატთა ასოციაცია, დაინტერესდებიან ჟურნალისტები. ბევრ კარგ დასკვნას გავაკეთებთ მომავლის საქართველოსათვის და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვნახავთ, რა სიბინძურეს წარმოადგენდა სააკაშვილი საქართველოსათვის.  დავრწმუნდებით იმაში, თუ რატომ გახდა იძულებული  დაეტოვებინა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი  წესიერ კაცს და საერთაშორისო ავტორიტეტის იურისტს, ბატონ  ლადო ჭანტურიას.

4. ქალბატონი თამარ კინწურაშვილს და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს პატივისცემით მინდა ვუთხრა,  მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თანამდებობები მეჭირა, ვიყავი ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი, დედამიწის ზურგზე  არ არსებობს ფაქტი, არ არის ერთი  მოსამართლე, არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ოდესმე დავრეკე სასამართლოში , შევხვდი მოსამართლეს თუ სასამართლოს რომელიმე დონის  თავმჯდომარეს, რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას დაგიდასტურებთ ყველა მოსამართლე, ვისაც კი უმუშავია ქუთაისსა და იმერეთში ჩემი თანამდებობებზე ყოფნის დროს, დაგიდასტურებთ სწორედ თქვენს მიერ – „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დანიშნული სასამართლოს თავმჯდომარეები.

უფრო მეტიც, მოსამართლეს,  რომელმაც 2002 წელს ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა ეს საკითხი, არც ვიცნობდი, დაახლოებით ნახევარი წლის წინ შევხვდი პირველად და პირდაპირ ვუთხარი, რომ სამარცხვინო იყო სასამართლოსა და მისი საქციელი თვით სასამართლოს ავტორიტეტისათვის.

5. სამწუხაროა, რომ პოლიტიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა და პოლიტიკოსთა უმეტესი ნაწილიც ნაშრომებს წერენ და ანალიზებს აკეთებენ უცხოეთიდან ფულის მოზიდვისათვის და არა ქვეყანაში რეალური მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლისათვის. ასეთი მძიმე შეფასებების გამკეთებელ ქალბატონ თამარ კინწურაშვილს ერთხელაც კი არ მოსვლია აზრად , რომ ტელევიზიის დირექტორის პოსტზე მისი ყოფნის პერიოდში დიდი განხილვის საგნად ექცია ეს ფაქტი…

სააკაშვილის ხელისუფლების 99 პროცენტი „თავისუფლების ინსტიტუტმა“ დააკომპლექტა და ყველა დუმდა ამ და უამრავ სხვა ფაქტთან დაკავშირებით. როცა მე და უამრავი გაწამებული ვიყავით სასამართლოს მიერ, დუმდნენ რესპუბლიკელები და უამრავი ისინი, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ დიდ ფიგურებს წარმოადგენენ, უფრო მეტიც, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებაში ნანაობდნენ, მერე ივანიშვილის, დღეს კი, ღარიბაშვილის.

როგორც ჩანს, ამ და ბევრი სხვისათვის ეროვნული იდეა, სამართლიანობა და ელემენტარული წესიერება სკამით მთავრდება.

 

 

 

 

რამდენად სამართლიანი ვარ ჩემს შეფასებებში, დარწმუნდებით თუ წაიკითხავთ ქალბატონ თამარ კინწურაშვილის ნაშრომს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

 

 პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენა

 აღნიშნული პერიოდის სასამართლო პრაქტიკა ყველაზე ნათლად ასახავს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ ცვლილებებს. 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციამდე ტელეკომპანია ,,რუსთავი-2”-ის ეთერით მოძრაობა ,,კმარას’` კლიპების ტრანსლირების აკრძალვა, კლარა შუკვანისსაქმის შემდეგ, პოლიტიკური გამოხატვის ყველაზე უხეში ხელყოფის ნიმუში იყო. სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად მოგვევლინა, როდესაც საქმეზესაქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური ,,რუსთავი 2ის წინააღმდეგ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არაეთიკურად გამოაცხადა და აკრძალა ,,კმარას” კლიპების ჩვენება, ასევე არაგონივრული ფინანსური სანქცია – 127 716, 96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში – დააკისრა საინფორმაციო საშუალებას. ის გარემოება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვა ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროცესუალური დარღვევების მოტივით მოხდა, უკვე მეტყველებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე.
 პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენისაგან სასამართლო თავისუფალი არც რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა. საქმეზე თემურ შაშიაშვილი დავით კუპრეიშვილისა და ,,ახალი ვერსიის წინააღმდეგერთი და იგივე სასამართლო კოლეგიის მიერ დროის სხვადასხვა მონაკვეთში (2003 წლის 23 ნოემბრამდე და 23 ნოემბრის შემდეგ) გამოტანილი გადაწყვეტილება თვალნათლივ წარმოაჩენს იმ საშიშ ტენდენციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საერთოდ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს.

თანამედროვე ქართული სასამართლოების პრაქტიკაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი კურიოზული გადაწყვეტილება, როგორიც ქუთაისის საოლქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოიტანა. თავად ის ფაქტი, რომ თემურ შაშიაშვილის პატივისა და ღირსების გამო, სასამართლოში დაიბარეს დავით მუმლაძე, რომელმაც მისი წინამორბედისაგან (თემურ შაშიაშვილისაგან) მხოლოდ იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება გადაიბარა, ღიმილის მომგვრელიცაა და იმ სამწუხარო რეალობის ამსახველი, რომლის თანახმად, რევოლუციამდეც და რევოლუციის შემდეგაც სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური კონიუნქტურის შესატყვისად უფრო მოქმედებდა, ვიდრე კანონიერების. იმ დროისათვის, როცა თემურ შაშიაშვილი საჯარო თანამდებობის პირს – იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს წარმოადგენდა, ქუთაისის საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შაშიაშვილის სასარგებლოდ ბიზნესმენ დავით კუპრეიშვილს 1 338 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის გადახდა დააკისრა, ამ უკანასკნელის მიერ გუბერნატორის მიმართ გაზეთ „ახალი ვერსიის“ ფურცლებზე გაკეთებული განცხადებების გამო. ეს იყო ყველაზე დიდი ფინანსური სანქცია, რაც კი დიფამაციურ საქმეებზე სასამართლოებს აქამდე დაუკისრებიათ.

ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, რასაც შაშიაშვილის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა, უზენაესი სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას ხსენებული გადაწყვეტილების გადასინჯვა მოუწია. ქუთაისის საოლქო სასამართლომ კი ამ შემთხვევაში მარტივი გამოსავალი იპოვა – მან განუხილველი დატოვა საქმე იმ მოტივით, რომ თემურ შაშიაშვილის უფლებამონაცვლე, დავით მუმლაძე პროცესზე არ გამოცხადდა და არ დააკმაყოფილა თემურ შაშიაშვილის შუამდგომლობა იმ საბაბით, რომ ეს უკანასკნელი საკუთარ პატივსა და ღირსებას რწმუნებულის რანგში იცავდა, სარჩელის განხილვის მომენტისთვის კი შესაბამისი თანამდებობა სულ სხვა პირს, სახელდობრ, დავით მუმლაძეს ეკავა. ასეთმა ლოგიკამ, შესაძლოა, ისეთ აბსურდულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის მისამართით გავრცელებული ცნობების გამო, მის უფლებამონაცვლე პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწიოს შევარდნაძის პატივისა და ღირსების დაცვა, შევარდნაძეს – გამსახურდიას და ა. შ.

აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება არა მარტო ლოგიკას, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასაც. თემურ შაშიაშვილის სასარჩელო განცხადება მართალია, სახელმწიფო რწმუნებულის ბლანკზე იყო დაბეჭდილი, მაგრამ მოსარჩლედ მითითებული იყო ფიზიკური პირი – თემურ შაშიაშვილი, განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო მოსარჩლის საცხოვრებელი მისამართი. ეს ფაქტობრივი გარემოება თავიდანვე გამორიცხავდა იმის ალბათობას, რომ სარჩელი სახელმწიფო რწმუნებულის სახელით იყო შეტანილი. თავისთავად პატივი და ღირსება არ შეიძლება ახასიათებდეს თანამდებობას, გავრცელებული ცნობების გამო გარკვეული ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვები შესაძლოა, მიადგეს მხოლოდ ფიზიკურ პირს. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ბუნდოვანი დარჩა, თუ ვის დაეკისრა 5 ათასი ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა – თემურ შაშიაშვილს თუ მის უფლებამონაცვლე დავით მუმლაძეს, რომელმაც, შესაძლოა, არც კი იცოდა დავით კუპრეიშვილის მიერ თემურ შაშიაშვილის შესახებ გავრცელებული ცნობების შინაარსი.

 ალბათ, საჭიროა ყურადღების გამახვილება იმაზეც, თუ რამდენად კანონიერი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რევოლუციამდელი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც უპრეცედენტო ფინანსური კომპენსაციის გამო საჯარო თანამდებობის პირების შესახებ საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილს დაუკარგავდა ნებისმიერ ადამიანს. ანუ სახეზე იყო გადაწყვეტილების ,,გამყინავი ეფექტი.“

პირველ რიგში, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის, რომ დავით კუპრეიშვილსა და თემურ შაშიაშვილს შორის საჯარო პოლემიკა სადავო საგაზეთო პუბლიკაციამდე გაცილებით ადრე მიმდინარეობდა და მოპასუხის საგაზეთო გამონათქვამები არ წარმოადგენდა ე.წ. ,,პირველ თავდასხმას“ გუბერნატორის მისამართით. დავით კუპრეიშვილის ცნობით, მოპასუხე მას კაცის მკვლელს, ყაჩაღსა და ბანდიტს უწოდებდა. საჯარო ინტერესის საგანზე – სილიკომანგანუმის თემაზე მხარეებს შორის მიმდინარე საჯარო დისკუსია უკვე თავად განაპირობებდა სიტყვის თავისუფლების დაცვის გაცილებით მაღალ სტანდარტს. ამასთანავე დისკუსიის ერთ-ერთი მხარის თანამდებობრივი სტატუსი ამ უკანასკნელს თმენის გაცილებით მეტ ვალდებულებას აკისრებდა.

 რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა სახის ცნობა გაავრცელა მოპასუხემ – ფაქტი თუ მოსაზრება, უნდა აღინიშნოს, რომ დავით კუპრეიშვილის ბრალდება, რომ სახელმწიფო რწმუნებული ქარხანაში 6%25-ს ფლობდა, მტკიცებით ფორმაში არ იყო გადმოცემული. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ,,როგორც ქარხნის მუშები ამბობენ, თემურ შაშიაშვილი წილის 6%25-ს ფლობდა.“ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობები წარმოადგენდა არა ფაქტებს, არამედ ერთ შემთხვევაში – შეფასებით მსჯელობას, მეორე შემთხვევაში კი – ასახავდა ქარხნის მუშებში მოარულ ხმებს. ამდენად, იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი არ იძლეოდა ცნობების უარყოფის დაკისრების შესაძლებლობას, რადგან პასუხისმგებლობის ამ ფორმას მხოლოდ სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების გავრცელების დროს მიმართავდნენ.
 ცხადია, ცალკე საუბრის თემაა ის სანქციები, რომელიც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა, რასაც არ ითვალისწინებდა და არც ამჟამად ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა; მორალური ზიანის კომპენსაცია და კომპენსაციის ოდენობად 1 338 000 აშშ-ის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის დაკისრების არავითარი საფუძველი არ არსებობდა: გავრცელებული ცნობა არ წარმოადგენდა ფაქტს, ამდენად, ვერ შელახავდა მოსარჩლის პატივსა და ღირსებას, ხოლო მოპასუხის ბრალეულ მოქმედებაზე თავად მოსარჩლესაც კი არ ჰქონია წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი სასარჩელო განცხადებაში. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრას, პროპორციულობის პრინციპი ამ შემთხვევაში აშკარად დარღვეული იყო. მოპასუხეს მართლაც რომ გაევრცელებინა დიფამაციური ცნობები, ანუ სახეზე რომ ყოფილიყო სანქციის დაკისრების კანონიერი მიზანი, ასეთი ზომის სანქციის დაკისრება მაშინაც კი გაუმართლებელი იქნებოდა და ბევრს დაუკარგავდა ხელისუფლების წარმომადგენლის გაკრიტიკების სურვილს.
არაგონივრული ფინანსური სანქციების დაკისრების საშიშ ტენდენციაზე დაწვრილებით ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ. რაც შეეხება განსახილველ საქმეს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საკითხის გამარტივება იქნებოდა, თუ პრობლემას მარტოოდენ ,,ტელეფონის მართლმსაჯულებაში“ დავინახავდით. სასამართლო ხელისუფლების ტრადიციის არარსებობამ გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ მოსამართლეთა კორპუსის ნაწილი თავადვე ცდილობს მოარგოს საკუთარი გადაწყვეტილებები ყოველი მორიგი სახელისუფლებო ძალის ინტერესებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კომპეტენციაზე მეტად ხშირ შემთხვევაში საქმე ისევ და ისევ მოსამართლეთა მსოფლმხედველობრივ პრობლემასთან გვაქვს.

არაგონივრული ფინანსური სანქციები

 ზოგადად ფინანსური სანქციების მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრამდე იჩინა თავი, უკვე იმის მომასწავებელი იყო, რომ იმ დროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის შეზრუდვას რეპრესიული მეთოდებით ცდილობდა და რეპრესიულ აპარატად სწორედ სასამართლო ხელისუფლებას იყენებდა.
 პოლიტიკური ხელისუფლების სურვილი, სასამართლოს მეშვეობით გაეკონტროლებინა სიტყვის თავისუფლება, ჩხარტიშვილი-ბერძენიშვილის საქმის6 შემდეგ, ყველაზე თვალნათლივ 2003 წელს გამოვლინდა. სწორედ დროის ამ მონაკვეთს, ანუ წინა ხელისუფლების მმართველობის კრიზისის პერიოდს უკავშირდება ყველაზე მაღალი და არაგონივრული ფინანსური სანქციის დაკისრების სამი შემთხვევა: თბილისის საოლქო სასამართლომ საქმეში აკაკი ჩხაიძე ,,რუსთავი 2ის, აკაკიგოგიჩაიშვილისა და ალექსანდრე მაღლაფერიძის წინააღმდეგ მოპასუხეებს დააკისრა 1 000 000 ლარის გადახდა; ქუთაისის საოლქო სასამართლომ წინა თავში განხილულ საქმეში თემურ შაშიაშვილი დავითკუპრეიშვილისა და ,,ახალი ვერსიის წინააღმდეგ დავით კუპრეიშვილს – 1 338 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის გადახდა ლარებში; ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ კი საქმეშისაქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური ,,რუსთავი 2ის წინააღმდეგდაავალდებულა ტელეკომპანია, გადაეხადა 127 716, 96 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარებში. ცხადია, თავად დაკისრებული ფინანსური სანქციების მოცულობა განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ამგვარი ფორმის გონივრულობასაც და დანიშნულებასაც. გამოიკვეთა საშიში ტენდენცია იმ მხრივ, რომ იმჟამინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ განსხვავებულ აზრთან ანგარიშსწორების პროცესი სასამართლო სისტემის ხელით დაიწყო.
 არაგონივრული მაღალი სანქციის დაკისრებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მედია საშუალების გაკოტრება, რაც სახიფათოა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. ამავე დროს ასეთ სანქციებს ახლავს ,,გამყინავი ეფექტი“ რაც სხვა საინფორმაციო საშუალებებსა თუ ცალკეულ ინდივიდებს საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილს უნელებს. სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებითა და პლურალიზმის შენარჩუნებით, პასუხისმგებლობის ამგვარ ზომებს არ მიმართავს.
თამარ კინწურაშვილი: მართლმსაჯულების ლოგიკა სიტყვის თავისუფლება და ქართული სასამართლო პრაქტიკა
წყარო: http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-en-10—10-preferences-50–00-3-preferences-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL3.10.226&d=HASHa32bf49f69dacaeb74ffee.1&gt=1
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *