თემურ შაშიაშვილი: სოროსიზმი XXI საუკუნის ფაშიზმია

 

1445სოროსიზმი არის 21 საუკუნის ფაშიზმი, ხოლო თავად  სოროსს მე კაცთმოძულე მიზანთროპს ვუწოდებდი. ასეთი დაახასიათა თეთრების ლიდერმა ჯორჯ სოროსი და მისი საქართველოში მოღვაწეობა. “თეთრების” ლიდერმა ინტერვიუ მისცა  რუსეთის ტელევიზიის ორტ-ს გადაცემაში „ვოსკრესნაია ვრემია“, რომელიც მილიარდერ ჯორჯ სოროსის საქმიანობას ეხებოდა.

“თეთრების” ლიდერის თქმით, ამ თემაზე საუბარს საქართველოს პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი თავს არიდებს.

„საქართველოში პოლიტიკოსთა უმრავლესობა ამ თემაზე საუბარს გაურბის, რადგან მათი ერთი ნაწილი მთლიანად ფინანსდება სოროსისა და მისი ფონდების მიერ და მთლიანად არის მასზე დამოკიდებული, არის პოლიტიკოსები, რომლებიც მართალია არ ფინანსდებიან სოროსის მიერ, მაგრამ მისი ფულის ძალისა და გავლენის ეშინიათ. ამიტომაც ღიად არ უპირისპირდებიან მილიარდერს. მე კი ჯერ კიდევ 90-იან წლებში მივიღე სოროსის ტიპის დასავლური ორგანიზაციებიდან საუკეთესო შემოთავაზებები, რაზეც უარი ვთქვი, რადგან საკუთარი სახე უნდა დამეკარგა და მათ სამსახურში ჩავმდგარიყავი. ისინი დამემუქრნენ, რომ ჩემს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ჩემს ყოფნას ბოლოს მოუღებდნენ, და აღასრულეს კიდეც მუქარა. მაგრამ მირჩევნია ჩემს ხალხში,უბრალო ადამიანებს შორის ვიყო, ვიდრე სოროსის და მსგავსი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და მათზე დამოკიდებული და მათგან მართვადი“ – განაცხადა “თეთრების” ლიდერმა.

თემურ შაშიაშვილის თქმით, სოროსი შექმნეს გარკვეული დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკურმა წრეებმა,  მათი მხარდაჭერისა და ფინანსების გარეშე ჯორჯ სოროსი, როგორც ფიგურა საერთოდ არ იარსებებდა. „სწორედ ეს დასავლური სექტები აფინანსებენ სოროსს, და ღრმად ცდება ყველა, ვისაც სჯერა, რომ სოროსი თუნდაც როდისმე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.  – განაცხადა თეთრების ლიდერმა, – სოროსის ფილანტროპობა ისეთივე გამოგონილია, როგორც ნაციონალური მოძრაობის ეროვნულობა , როგორც ქურდის ავტორიტეტობა, სამწუხაროდ, დასავლელმა ე.წ. დემოკრატებმა გააუკუღმართეს ფუნდამენტური  მცნებები: „ნაციონალური“, „ქველმოქმედება“, „ავტორიტეტი“, „კანონი“, რომელსაც ეყრდნობა ყველა ტრადიციული სახელმწიფო. მათ სოროსს, შეუქმნეს ფილანტროპის იმიჯი.  ბოლო დრომდე ყველას გვეგონა, რომ ანტიკორუფციულ და საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან  მრავალ პროგრამას სოროსი აფინანსებდა, მხოლოდ ეხლახანს შევიტყვეთ, რომ თურმე ფინანსები ბატონ ივანიშვილს ეკუთვნოდა ხოლო სახელი მიისაკუთრა სოროსმა.

ეს არის დასავლური სპეცსამსახურების მიერ  გამოგონილი სისტემა. მათ მიერ ხელდასმული ე.წ. ქველმოქმედი ჯერ ხალხის ნდობას მოიპოვებს,   ხოლო შემდეგ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. აფინანსებს რევოლუციებს, ფაქტობრივად კი სახელწმიფო გადატრიალებებს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ და  ერის თვითმყოფადობისა და ღირსების შემლახავ პროგრამებს. ამას მე ვუწოდებდი 21 საუკუნის ფაშიზმს, რომელიც მეოცე საუკუნის ფაშიზმისაგან განსხვავებით ინიღბება ლამაზი სიტყვებით და საუკეთესო სურვილებით, ხალხისადმი ზრუნვის მანტიით, ხოლო საქმით ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის დამანგრეველია“. ~

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

08.06.2015წ

სრულად ინტერვიუ იხილეთ Фашизм XXI века.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *