ღმერთო, უმრავლე საქართველოს ასეთი მეგობრები!

11760272_714382108673461_7102364111401792506_nთეთრების ლიდერი საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში 11 და 12 ივლისს საბერძნეთის ერთერთ ცნობილ პოლიტიკოსს-ევროპარლამენტის ყოფილ დეპუტატს,პირეასა და ნიკეას ყოფილ მერს, სტელიოს ლოგოფეტისს შეხვდა. მათ ერთად აღნიშნეს ქუთაისისა და ნიკეას დაძმობილების 30 წლისთავი. ამ მეგობრობის დიდი დასტურია ქუთაისის ქუჩა ნიკეაში და ნიკეასი ქუთაისში.

„ბატონი სტელიოსი 1992 წელს,ქვეყნისათვის უმძიმეს დღეებში შემომეხმიანა…”თქვენთან ომია,მზად ვარ ოჯახით მიგიღოთ ათენში”-მითხრა მან.ჩემგან ქვეყნის დატოვებას,სიკვდილი სჯობდა.ამაში,რომ დარწმუნდა,გემით ჰუმანიტარული დახმარება გამოგზავნა,ოფიციალურად მიგვიწვია საბერძნეთში.სწორედ მისი მეშვეობით მქონდა პატივი,1992 წლის აგვისტოში შევხვედროდი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ მიცუტაკისს.ბატონი დრაგასაკისი,რომელიც მაშინ გვმასპინძლობდა ბატონ სტელიოსთან ერთად,დღეს საბერძნეთის ვიცე-პრემიერია.სწორედ ამ კეთილი მეგობრების მხარდაჭერით ვამზადებთ ქართველთა ათენის კონგრესს. ღმერთო, უმრავლე საქართველოს ასეთი მეგობრები!“ – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

16.07.2015წ

თემურ შაშიაშვილი: მადლობა ბერძენ ხალხს

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *