29 დეკემბერს 20 საათზე, “თრიალეთის” გადაცემა “მთავარი თემა” წამყვანი – თემურ შაშიაშვილი

110829 დეკემბერს, 20 საათზე  ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემას „მთავარი თემა“, სტუმრის მოწვევის უფლებით წაიყვანს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი .

გადაცემის მთავარი თემაა: „პოლიტიკური და სოციალური დემაგოგია“,  “თეთრების” ლიდერის აზრით  საქართველოსთვის მეტად სახიფათო მოვლენა. საუბარი იქნება ასევე   ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე.

„კიდევ ერთხელ, საჭიროდ ჩავთვალე, შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ და პოლიტიკურ დემაგოგიასთან დაკავშირებით, მეცნიერებთან ერთად გავაანალიზეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და  დავრწმუნდით, რომ ქვეყნის კატასტროფაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ უპირველესი არა,  პოლიტიკურ სივრცეში ღრმად ფესვგამდგარი სოციალური და პოლიტიკური დემაგოგიაა – აცხადებს   თემურ შაშიაშვილი,

„თეთრების“ ლიდერი სარგებლობს რა წამყვანის უფლებით თავად შეარჩიოს გადაცემის სტუმრები, იწვევს ყველას ვისაც განსხვავებული აზრი აქვს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

„კარგი იქნება თუ გაიმართება საინტერესო დისკუსია, ამიტომ ჩვენ ვიწვევთ არა ჩვენი პარტიის წევრებს, არამედ მათ ვისაც განხვავებული პოზიცია აქვთ. კარგი იქნება,თუ ამ გამოწვევას მიიღებს ბატონი ირაკლი ალასანია, რომელმაც ბოლო პერიოდში საკუთარი პარტიის აღმოჩენად გამოაცხადა რამდენიმე ისეთი პოზიცია ,რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და არაერთგზის მისთვისაც გაგვიცხადებია პირად შეხვედრებში. ჩვენ მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისათვის რის საშუალებასაც სრულად იძლევა გადაცემის ფორმატი“  – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

 

“თეთრების” პრეს-ცენტრი

28.12.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *