საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ და პოლიტიკურ დემაგოგიასთან დაკავშირებით

 ჩვენ ვებრძვით არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის დამანგრეველ  დემაგოგიას!

კიდევ ერთხელ, რადგან პირველად 2003 წელს, ჯერ კიდევ იმერეთის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში , მეცნიერებთან ერთად გავაანალიზეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და  დავრწმუნდით, რომ ქვეყნის კატასტროფაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიმ თუ უპირველესი არა,  იყო პოლიტიკურ სივრცეში ღრმად ფესვგამდგარი სოციალური და პოლიტიკური დემაგოგია.

სწორედ მაშინ მივმართე პირველად საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, ქვეყნის მოსახლეობას ვრცელი დოკუმენტით “ქვეყანას,მის მომავალს არ ჰყავს უფრო დიდი მნგრეველი,ვიდრე სოციალური დემაგოგი  რომელიც გამოქვეყნდა რესპუბლიკურ პრესაში. მაშინ ეს მიმართვა ასეთი სიტყვებით დავიწყე: “წინასწარ ვიცი, ხიშტით და აგრესიით შეხვდებიან ამ მოსაზრებას. მაგრამ, მაინც საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ და პოლიტიკურ დემაგოგიასთან დაკავშირებით …”.

.გამართლდა ჩემი წინასწარმეტყველება და 2003 წლიდან მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა პრაქტიკულად გამანადგურეს. მაშინ ვამბობდი: “მართალი ვარ თუ არა, დრომ განსაჯოს” მეცამეტე წელი დაიწყო… ცუდი დრო ხანგრძლივდება… საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლის, ხელისუფლების შენარჩუნების და საერტოდ, პოლიტიკურ არენაზე ყოფნის მთავარ ინსტრუმენტად, როგორც არასდროს ისე რჩება სოციალური და პოლიტიკური დემაგოგია

დღესაც იმავე სიტყვებით ვიწყებ, რასაც მაშინ: წინასწარ ვიცი, ხიშტით და აგრესიით შეხვდებიან ამ მოსაზრებას. მაგრამ, მაინც საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ და პოლიტიკურ დემაგოგიასთან დაკავშირებით.

დღეს  ჩემი ეს პოზიცია სხვა თუ არაფერი, განსჯისა და დაფიქრებისათვის მაინც გამოდგება.

სოციალური დემაგოგიის დამანგრეველ ხასიათზე ბევრი   ვისაუბრე  ბოლო პერიოდის არაერთ გამოსვლაში განსაკუთრებით “რეპორტიორის” პრესკლუბში. მაგრამ პოლიტიკური დემაგოგიის კლასიკურ მაგალითად მიმაჩნია, როგორც პოზიციის,ასევე ოპოზიციის განცხადება-გამოსვლები  ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით….დემაგოგად იქცა ყველა, ვინც სულისჩამდგმელად აცხადებს ბატონ ივანიშვილს და ისინიც ვინც ყველაფრის უკან მას მოიაზრებენ..

ამ საკითხებზე ჩვენი განსაკუთრებულ პოზიცია ჩამოყალიბებულია აქ მოცემულ ნასალებში.ვიწვევთ ყველას,ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია ტელეკომპანია “თრიალეთის” გადაცემა “მთავარ თემაში’ სამშაბათს,29 დეკემბერს,20 საათზე, რომლის წამყვანიც  ვიქნები სტუმართა მოწვევის უფლებით. კარგი იქნება,თუ ამ გამოწვევას მიიღებს ბატონი ირაკლი ალასანია,რომელმაც ბოლო პერიოდში მისი პარტიის აღმოჩენად გამოაცხადა რამდენიმე ისეთი რამ,რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და არაერთგზის მისთვისაც გვითქვამს პირად შეხვედრებში ჩვენი ამ პოზიციის თაობაზე.

ჩვენ მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისათვის ამ საკითხზე,რომ საბოლოოდ დასრულდეს ქვეყანაში სოციალურ დემაგოგთა მმართველობა და მოვიდეს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ მოაზროვნე ადამიანთა ხელისუფლება – თემურ შაშიაშვილი

 

აქ შეგროვლია ამ თემატიკასთან დაკავშირებული პარტიის პრესკონფერენციები და ბოლო დროინდელი განცხადებები.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *