კარგ საწყისს ვხედავ  მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივაში, მოუსმინონ მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს, ქვეყანაში მინდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

 news_86075  „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პოზიტიურად აფასებს ლევან ვასაძის მოხსენებას მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

„კარგ საწყისს ვხედავ  მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივაში, მოუსმინონ მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს, ქვეყანაში მინდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მას სისტემატური ხასიათი მიეცემა. პოზიტიურად ვაფასებ ბატონი ლევან ვასაძის გამოსვლას,   “სამშობლო და მისთვის აზროვნების გამბედაობა.” 

მისი თქმით თვით მოხსენების სათაური თავის თავში მოიცავს საქართველოსთვის მეტად მტკივნეულ პრობლემას:

„იმაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში და ისიც 21 – ე საუკუნეში სამშობლოსათვის აზროვნებას გამბედაობა  სჭირდება. ესაა რეალობა. თანამედროვე მსოფლიოს რეალობა, როცა ზესახელმწიფოები საუბრობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, რეალობაში კი  სხვა სახელმწიფოებზე ბატონობას, ადამიანებზე კონტროლის გაძლიერებას ისახავენ მიზნად და აღწევენ კიდეც.“  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, რომელიც კვლავ   ადასტურებს თავის მყარ პოზიციას, რომ     ქვეყნის  ხსნა არც რუსეთშია, არც ამერიკაში , არც ევროპაში –ის მხოლოდ  საქართველოშია, რეალურ დამოუკიდებლობაშია. მისი თქმით,  მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შინაგანად ამ განწყობისაა. მაგრამ  იგი ვერ იქცა რეალურ ძალად,  რადგან ქვეყნის გარედან დაფინანსებული ე.წ. “ნაღები”, რომელიც ბუნებით გამყიდველია და პროვინციული აზროვნებისაა, ახერხებს  ხელისუფლებაში მისვლას, მაშინ , როცა საქართველოს დამოუკიდებლობის რეალური  იდეის მატარებელი  საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები ერთმანეთთან მისვლასაც ვერ ახერხებენ და  საზოგადოების თვალში უტოპისტებად ყალიბდებიან

„ვოცნებობდი და ვოცნებობ ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე. რომლის ხელისუფლებაც ქვეყნის გარედან არ მოიმართება. – აცხადებს თეთრების ლიდერი, მისი თქმით, დადგა დრო მძლავრი მასშტაბის განახლებული ეროვნული მოძრაობის, რომელმაც   უნდა გააერთიანოს რეალური დამოუკიდებლობის მატარებელი ძალები და ადამიანები და დაასრულოს  იმ პოლიტიკური ძალებისა და პიროვნებების პარპაში, რომლებიც ქვეყნის მომავალს რუსეთში,  ამერიკაში, თუ სხვა  ნებისმიერ ქვეყანაში ხედავენ”.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

23.02.2015

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *