ზოგიერთი ხაზგასმა ანალიზისა და დაფიქრებისათვის

 

fgპირველი – ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია, ზნეკეთილობის დეფიციტია. ზნეკეთილებში პოლიტიკისა და პოლიტიკოსობის.

ყველაზე ცუდი ისაა რომ საქართველოში ცუდ მთავრობებს წესიერი ადამიანები ირჩევენ, მაგრა მ ამას აკეთებენ გაუცნობიერებლად. პირველი, რომ არ მონაწილეობენ პოლიტიკაში და უკეთურებს აძლევენ საშუალებას, რომ ინავარდონ პოლიტიკაში და მეორე – არჩევნებზე არ მიდიან და ამით ისევ უკეთურებს აძლევენ საშუალებას, მიიწერონ მათი ხმები.

მეორე  – გავაკეთოთ ანალიზი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  დღემდე, ანუ თითქმის 25  წლის განმავლობაში – ვინ იმარჯვებს არჩევნებში? ვინც ყველაზე მეტ ტყუილს იტყვის,  ანუ ყველაზე მეტი სოციალური დემაგოგია, ვინც ყველაზე მეტად გალანძღავს სხვას და  განსაკუთრებით მოქმედ ხელისუფალს, ანუ შლეგი და თავხედი და კიდევ ის, ვინც ყველაზე მეტად ეყრდნობა გამყიდველს, ანუ  პოლიტიკურ მეძავს. გამოდის, რომ სოციალური დემაგოგი, შლეგი და პოლიტიკური მეძავი ერთად შეერთებული უდრის გამარჯვებას. დღემდე ასეა. ვინც თქვა, მილიონი სამუშაო ადგილი და დაეყრდნო იმათ, ვინც   უღალატა გამსახურდიას, გაიმარჯვა. შემდგომ, ვინც თქვა , რომ სტაბილურობიდან კეთილდღეობისკენ და ვინც ყველაზე მეტად ლანძღა შევარდნაძე და უღალატა შევარდნაძეს, მოიგო არჩევნები და ასე გრძელდება. ეს უნდა დასრულდეს. ეს ორი მნიშვნელოვანი მომენტი.

დავამატებდი კიდევ იმას, რომ რუსეთს  მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე არასდროს შეუსრულებია ქართული ცნობიერების ისეთი დამანგრეველი როლი, როგორიც ბოლო წლებში.  რუსეთის ლანძღვით ხელისუფლებაში მოდიან ანტიქართული ძალები, რომლებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, რუსული შოვინისტური პოლიტიკის  მხარდამჭერის როლში გამოდიან.

მესამე   – ჩვენ ძალიან დიდ ფუნქციას ვაკისრებთ პოლიტიკოსებს და პარტიებს გაფეტიშებულია მათი როლი  და პრაქტიკულად, ქვეყნის ცხოვრება  გაიგივებულია  პოლიტიკურ ცხოვრებასთან,პოლიტიკურ  პარტიებთან, პოლიტიკოსებთან.

ქვეყანას ჰყავს ინტელექტუალური ელიტა, ქვეყანას ჰყავს ეკონომიკური ელიტა და ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური ელიტა. ქვეყანას ჰყავს სამხედრო ელიტა და ბიუროკრატია, ეს ხუთეულია ძირითადში ვინც ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, იმის მიხედვით, ვისი პრიორიტეტია, ისეთი სახელმწიფოა. დღემდე ქვეყანაში ინტელექტუალური ელიტის პირველობა არ ყოფილა. ქვეყანა ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ელიტითა და ბიუროკრატიით იმართება. ეს კატასტროფაა.

დამოუკლიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტი იყო საოცრად იდეური – ეროვნული, მეორე პარლამენტი იყო პოლიტიკური პარლამენტი. იდეურმა პარლამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, პოლიტიკურმა სტაბილურობა შეუნარჩუნა და ერთ-ერთი  დაუკეთესო კონსტიტუცია მისცა. იმის შემდგომ  ფული წამოვიდა, დაიკარგა იდეა, დაიკარგა ეროვნულობამ დაიკარგა პოლიტიკა და მოვიდნენ პარლამენტში ძირითადად ფულიანები, ფულით და ფულისათვის. ეს დამანგრეველია!

მეოთხე  – დაპირისპირება არის სუსტების მოგონილი. ქვეყანა დღეს დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალთა მახეშია მოქცეული, მისი მძევალი გახდა. ეს უნდა დამთავრდეს.

მეხუთე  – საქართველოს გაერთიანება ამ კანონდებლობით შეუძლებელია. საარჩევნო კანონმდებლობა პრაქტიკულად მოსახლეობის ნახევარს  ართმევს არჩევნებში რეალური მონაწილეობის საშუალებას.მერამდენედ ვამბობ, რომ  საჭიროა ევროპის გზით სვლა და სადაც ქართველობა  რაოდენობრივად იმსახურებს დეპუტატობის კანდიდატს,  ამის უფლება და საშუალება უნდა მიეცეს.

მეექვსე –  ჩვენ კარგად უნდა გამოვკვეთოთ, რა გვინდა. ეს  კარგადაა მოცემული  „ქართული ერთობის დარბაზის“ ბოლო განცხადებაში.

  • ჩვენ გვინდაარა მსოფლიო გლობალურ პროცესებთან დაპირისპირება, არამედ მისი ანალიზი, ამ პროცესებში გააზრებული და არა სხვისი კარნახით მონაწილეობა, რაც მთავარია – თვითმყოფადობის შენარჩუნება
  • ჩვენ გვინდაარა უბრალოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა – დაკარგული ეროვნული თვითმყოფადობით, როგორც ამას სხვადასხვა სექტანტური ჯგუფები და ქვეყანაში მათი მხარდამჭერები გვკარნახობენ, არამედ რეალური ეროვნული და სახელწმიფოებრივი დამოუკიდებლობა
  • ჩვენ გვინდაფიქრი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მოქმედება და ცხოვრება პრინციპით: „მშვიდობა და ძლიერება შინ და გარეთ“
  • ჩვენ გვინდა,რომ საქართველოს პარლამენტში, ზოგადად ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ, საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობით, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად გადახვეწილ საქართველოს მოქალაქე თანამემამულეებს – ისე როგორც ამას აკეთებენ ევროპის დემოკრატიული ქვეყნები.
  • ჩვენ გვინდასამყაროსთან ურთიერთობა ინტელექტითა და ბიზნესით, მაგრამ შენარჩუნებული თვითმყოფადობით.
  • ჩვენ გვინდა,რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ვაქციოთ პოლიტიკად, როგორც ეს დიდმა დავით აღმაშენებელმა შეძლო და შევცვალოთ პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ ხელისუფლებისათვის ბრძოლის მთავარ პრინციპად დამკვიდრებული, პრაქტიკულად, ქვეყნის დამანგრეველი მოდელი: საქართველო ზესახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირების ადგილი (სწორედ ადგილად გვთვლიან, რაც ძალიან სამწუხაროა).ჩვენი ამოცანაა საქართველო ვაქციოთ ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესზე სხვა სახელმწიფოთა, მათ შორის, ზესახელწმიფოთა ინტერესების ზედდების ქვეყნად.

ყველაფერი ეს რთულია და ძნელზე ძნელი, მაგრამ შესაძლებელი.

მეშვიდე – ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება პარტიების მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე. იგი ან დაასრულებს პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქას, ან ახალ ძალას მისცემს მას. ამ ეტაპზე ვიტყვი მხოლოდ ერთს: შენარჩუნდა ე.წ.  კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ გაცილებით უფრო უარეს მდგომარეობას, ვიდრე დღემდე გვქონდა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *