თემურ შაშიაშვიი: ამ ხელისუფლებისთვის საშიშია ეროვნული იდეით შეერთებული და გაერთიანებული ძალა…
კომენტარი გურამ ქართველიშვილის სტატუსზე

სამწუხარო რეალობა..
.ამ ხელისუფლებისთვის საშიშია ეროვნული იდეით შეერთებული და გაერთიანებული ძალა…სამწუხაროდ,
ქუჩა ,საინფორმაციო,ზოგადად,პოლიტიკური სივრცე უჭირავს არა იდეით, არამედ ფულით შეერთებულ პარტიებს, პოლიტიკოსებს…
გათვლა ადვილია, იდეით შეერთებულებზე გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელია,ხოლო ფულით შეერთებულთა მართვა ადვილზე-ადვილია,მეტიც,როცა ძნელდება ფულით შეერთებულთა მართვა, უმარტივესია მათი დაშლა ..ფულს ერევა მეტი ფული…
ქართული პოლიტიკა ამიტომაა დღეს ანტიეროვნული,, როგორც თქვენ თქვით, ბატონო გურამ, ფილიგრანული სიზუსტით- ქვეყანას მართავს ფული,მაშინ,როცა უნდა მართავდეს სული!
ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება,ეს ბუნების კანონია…
ვაჟა ფშაველა ოცნებობდა 20-მდე იდეური კაცის ერთობაზე და თვალებახილებულ ხალხზე…დღესაც იგივეა საოცნებო… თქვენებრ მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ ამ პროცესის დაჩქარება !
თეიმურაზ შაშიაშვილი
— ორი სიტყვა იმის შესახებ რაც მოსალოდნელია —
პოლიტიკური სპექტაკლი მეტად ძვირი ჯდება საქართველოში.
სულიერად და ინტელექტუალურად გაძარცვული საქართველო უკვე მატერიალურად იყიდება. ქართველებს შორის ვისაც ჭკუა შერჩა ამ ანტიქართული იდეოლოგიის ბატონობაში და პრობაგანდისგან ტვინი ჯერ ისევ არ აქვს გამორეცხილი ხვდება რაც ტრიალებს და ასეთების პროტესტს განგაშით ელის აზიელებზე ქვეყნის გაყიდვით დაკავებული მთავრობა. ამიტომ ეს რომ არ დაუშვას ხელისუფლებამ ის ქუჩა უნდა გააკონტროლოს სადაც წესით უნდა იფეთქოს ნამდვილმა ქართულმა პროტესტმა, რომელიც საქართველოს როგორც ქართული სახელმწიფოს მკვლელობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს რომ არ მოხდეს მთავრობას ქუჩის ოპოზიციად თავისგანვე ნამართი ნაც — ,,ოპოზიცია” ყავს ქუჩის გასაკონტროლებლად რომელიც ისევ აბსურდული მოთხოვნებით გამოვარდება ქუჩაში და ერთხელაც არ ამოიღებს ხმას იმაზე, რომ საქართველოში არაბული, ირანული, პაკისტანური ან აზია-აფრიკის სხვა ხალხების დასახლებები მრავლდება სოკოებივით და ქვეყანა მატერიალურად იყიდება. ამ პოლიტსპექტაკლს კი იუდა მთავრობა იმიტომ დააფინანსებს უხვად, რომ პოლიტ-ქაოსი შექმნას ქუჩის საპროტესტო ასპარეზზე ქართველი ერის ნამდვილი პროტესტის ჩასახშობად და გადასაფარად. (უკანასკნელ წლებში ყველა ქუჩის დიდი პროტესტი სპექტაკლია) ანუ შექმნას შთაბეჭდილება იმისა რომ ქართველ ერს უცხოტომელების ქვეყანაში მასობრივად შემოსახლება კი არ ადარდებს, არამედ ის აბსურდი, როგორ ცრუ მოთხოვნებსაც წამოაყენებს მათგანვე ნამართი და ქუჩის პროცესების წარმმართველი ნაც-,,ოპოზიცია”. პოლიტსპექტაკლების არსენალში სხვა ბევრი სანახაობაა კიდევ დაგეგმილი ქართველების ყურადღების გადასატანად და გასაფანტად. ისეთივე სპექტაკლებს ვგულისხმობ როგორიც იყო ე.წ. წულუკიანის სასამართლო ნაცების ვითომ სამხელად. არადა ქოცების რიგებში დღეს უმეტესობა ყოფილი ნაცია ძირითადი ,,ბელადების” გარდა.
მიმდინარეობს საქართველოს აბორიგენი მოსახლეობის ჩანაცვლება აზია-აფრიკული ეთნოსებით და ამ ქართველი ერისთვის დამღუპველი პროცესის გადაფარვა დიდ პოლიტ-შენიღბულობას და სახსრებს მოითხოვს. ამიტომაც არის მოსალოდნელი ქუჩის პროტესტების ახალი პოლიტსპექტაკლი რაც უხვად იქნება დაფინანსებული. ქართულ ნამდვილ პროტესტს მხოლოდ ეს მახე არ უგია რადგან ე.წ. ეროვნულ-კონსერვატორების რიგებიც სავსეა ქოცების დაფინანსებული პოლიტტიპებით და ჯგუფებით. ამით მთავრობა თავს იზღვევს რადგან თუ ნაც-პროტესტი ვერ ჩაანაცვლებს ქართველი საზოგადოების პროტესტს, მაშინ საქმეში ჩაერთვებიან ეს ,,ეროვნულები” და პროცესებს ისე წაიყვანენ (ისევ გახლეჩენ საზოგადოებას) რომ უცხოელებზე საცხოვრებელი ბინების, ქონების და მიწების გაყიდვას ხელი არ შეეშალოს და გეგმა ,,საქართველო უქართველებოდ” ბოლომდე იქნას მიყვანილი.
ქართული პოლიტიკური სპექტრი იუდების ხელშია და ვისაც მართლა გადარდებთ მწარე რეალობა ფხიზლად იყავით რადგან ,,ყველაფერი ოქრო არ არის რაც ბრწყინავს”.
გურამ ქართველიშვილი